1. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის მიზანია აღსრულების ეროვნული ბიუროს მაღალკვალიფიციური და მოტივირებული კადრებით უზრუნველყოფა.
2. სამსახურის ამოცანებია:
ა) კადრების დაკავებულ თანამდებობებთან (პოზიციებთან) შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად თანამშრომლების მუდმივი განვითარება მაღალკვალიფიციური, თანამედროვეობის შესაბამისი კადრების შენარჩუნება/მომზადების მიზნით;
გ) თანამშრომლების მოტივაციისა და კმაყოფილების ზრდა;
დ) თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოების სისტემის უზრუნველყოფა;
ე) საუკეთესო თანამედროვე პრაქტიკის შესაბამისი შერჩევის, შეფასებისა და მოტივაციის სისტემების შექმნა/განვითარება.
3. სამსახურის ფუნქციებია:
ა) კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოზიდვა, შერჩევა/დაქირავების პროცესის ორგანიზება და მართვა ბიუროს მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად;
ბ) თანამშრომლების პირადი საქმეების ადმინისტრირება;
გ) თანამშრომლების შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობების მართვა და სათანადო დოკუმენტური გაფორმება;
დ) ჩატარებული კონკურსების შედეგად საუკეთესო კანდიდატთაგან საკადრო რეზერვის შექმნის, არსებული საკადრო ბაზის გაუმჯობესების, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებების ინიციირება და ორგანიზება;
ე) სამუშაო აღწერილობების და საქმიანობის ინსტრუქციების მომზადება/განახლება;
ვ) თანამშრომელთა ტრენინგების საჭიროების კვლევა, ტრენინგების გეგმის შედგენა, ხელმძღვანელობასთან შეთანხმება და მათი ჩატარების ორგანიზება;
ზ) თანამშრომელთა შეფასებისა და ანგარიშგების სისტემების შემუშავება/დანერგვა/განახლება;
თ) თანამშრომლების მატერიალური და არამატერიალური მოტივაციის სისტემების შემუშავება/განახლება; ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ი) თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოების შეფასების სისტემის ორგანიზება;
კ) თანამშრომლების საქმიანობასთან მათი შრომის ანაზღაურების სისტემის შესაბამისობის ანალიზი;
ლ) თანამშრომელთა მიერ შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებით დასმული საკითხების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
მ) თანამშრომელთა გუნდური მუშაობის და მათ შორის არაფორმალური ურთიერთობების განვითარებისთვის ღონისძიებების ორგანიზება;
ნ) თანამშრომელთა შორის შესაძლო კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
ო) აღსრულების ეროვნული ბიუროს შრომის შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსის, შრომითი დისციპლინის და სხვა მსგავსი შინაარსის დოკუმენტების შემუშავება/განახლება;
პ) თანამშრომელთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა;
ჟ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მმართველი საბჭოს ან/და განვითარების საბჭოს მიერ დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშის მომზადება და წარდგენა;
რ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია სამსახურის მიზანთან; თავმჯდომარის ან/და კურატორი მოადგილის დავალებების შესრულებ