1. გადახდისუუნარობის საქმისწარმოების სამსახურის მიზანია გადახდისუუნარობის პროცესში მოვალისა და კრედიტორის ინტერესების თანაბრად დაცვის უზრუნველყოფა.

2. სამსახურის ამოცანებია:

ა) მოვალის მხარდაჭერა ფინანსური სიძნეელების გადაჭრაში, კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით;

ბ) კრედიტორთა მოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილება, კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით;

3. სამსახურის ფუნქციებია:

ა) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მეურვეობის ფუნქციის განსახორციელება;

ბ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მეურვეობის ფუნქციის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით  მესამე პირებთან გარიგებების დადება და მესამე პირების მომსახურებით სარგებლობა;

გ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით მოვალესთან და კრედიტორთან კომუნიკაციის წარმოება;

დ) კანონით დადგენილ ფარგლებში სამეურვეო ქონების მოძიებისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელება;

ე) სამეურვეო ქონების აუქციონზე რეალიზაციის უზრუნველყოფა ან/და ქონების ნატურით გადაცემა;

ვ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გაკოტრების მმართველის ფუნქციის შესრულება;

ზ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია სამსახურის მიზანთან; თავმჯდომარის ან/და კურატორი მოადგილის დავალებების შესრულებ