1. გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურის მიზანია ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებულ საქმეებზე გამარტივებული წარმოების უზრუნველყოფა.
2. სამსახურის ამოცანებია:
ა) ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებული დავების მოწესრიგება;
ბ) ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებული დავების მოწესრიგების მეთოდების განვითარება.
3. სამსახურის ფუნქციებია:
ა) ფულადი დავალიანების გადახდევინების მოთხოვნებთან დაკავშირებით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული წარმოების განხორციელება;
ბ) გამარტივებული წარმოებიდან გამომდინარე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებისა და გადახდის ბრძანებების პროექტების მომზადება;
გ) აპლიკანტის განცხადების და თანდართული დოკუმენტების შესწავლა, ხარვეზის დადგენა, განცხადების აპლიკანტისათვის დაბრუნება, რესპონდენტისათვის შეტყობინების ჩაბარება, მორიგების პირობების დამტკიცება, მორიგების შესრულების მონიტორინგი, ანგარიშსწორების განხორციელება;
დ) რესპონდენტის დარეგისტრირებულ ქონებაზე ყადაღის დადება და გამარტივებული წარმოებისას ყადაღის გაუქმება კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით;
ე) გამარტივებული წარმოების მხარეთათვის უფლებათა განმარტება და მორიგების ხელშეწყობა;
ვ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსასრულებლად მიქცევა;
ზ) დავების მოგვარების მეთოდების განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების შემუშავება და გატარება;
თ) საქმიანობის სისწრაფისა და ეფექტიანობისთვის საჭირო ღონისძიებების შემუშავება და გატარება;
ი) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია სამსახურის მიზანთან და თავმჯდომარის ან/და კურატორი მოადგილის დავალებების შესრულებ