1. ლოჯისტიკის სამსახურის მიზანია ბიუროს თანამშრომლებისთვის მუშაობის შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და პირობების შექმნა.

2. სამსახურის  ამოცანებია:

ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს შენობა-ნაგებობების გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა;

ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეურნეო ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

გ) აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის  ტრანსპორტირების საკითხების უზრუნველყოფა.

3. სამსახურის ფუნქციებია:

ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების მომარაგება საკანცელარიო ნივთებით, საორგანიზაციო ტექნიკითა და მოწყობილობებით და მუშაობისთვის აუცილებელი სხვა ინვენტარით;

ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს შენობა-ნაგებობების, ინვენტარის გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნისთვის სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება;

გ) გათბობა-კონდიცირების სისტემების გამართულ მდგომარეობაში ყოფნისთვის, ელექტროენერგიის და წყლის უწყვეტად მოწოდებისთვის სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება;

დ) სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება;

ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს სახანძრო და სხვა ტიპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ვ) აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი თანამშრომლების ტრანსპორტირებითა და საჭირო  ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფა;

ზ) აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა, მათი გამართულ მდგომარეობაში ყოფნისთვის სამუშოების დაგეგმვა და ორგანიზება;

თ) სააღსრულებო წარმოების პროცესში დაყადაღებული ნივთების აღრიცხვა და დაცვის უზრუნველყოფა;

ი) ავტოპარკის და დაყადაღებული მანქანების ავტოსადგომის მართვა;

კ) სასაწყობე მეურნეობის მართვა; აუცილებელ მინიმალური ნაშთებზე ბიუროს თავმჯდომარისათვის ინიციატივების წარდგენა და ნაშთების კონტროლი;

ლ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე რიცხული ქონების დაცვის უზრუნველყოფა;

მ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის ორგანიზება;

ნ) აღსრულების ეროვნულ ბიუროში დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისთვის წარდგენა;

ო) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია სამსახურის მიზანთან;  თავმჯდომარის ან/და კურატორი მოადგილის დავალებების შესრულებ