1. ეკონომიკური და ლოჯისტიკის დეპარტამენტი ახორციელებს ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ საქმიანობას, პოლიციის აკადემიის მიზნების შესაბამისად.
2. ეკონომიკური და ლოჯისტიკის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ფინანსური დაგეგმარებისა და საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო;
ბ) შესყიდვების სამმართველო;
გ) მარაგებით უზრუნველყოფის სამმართველო;
დ) ექსპლუატაციის სამმართველო.
3. ფინანსური დაგეგმარებისა და საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) წლიური ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და მისი შესრულების კოორდინაციას;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების კვარტალური განწერის მომზადებასა და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისთვის წარდგენას;
გ) საბიუჯეტო სახსრების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლების მიხედვით ხარჯვაზე კონტროლის განხორციელებას;
დ) ბიუჯეტის დამტკიცებულ გეგმაში ცვლილებების მომზადებასა და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისთვის წარდგენას საჭიროების მიხედვით;
ე) ბიუჯეტის პერიოდული ანგარიშების შედგენასა და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისთვის წარდგენას;
ვ) საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის წარმოებას;
ზ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პროცედურების დაცვით შერჩეულ მიმწოდებელთან ანგარიშსწორების განხორციელებას;
თ) მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშებასა და გაცემას, ასევე სხვა გასაცემლების გაცემას;
ი) პერიოდული ფინანსური ანგარიშგებების მომზადებასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისთვის წარდგენას;
კ) ინვენტარიზაციის შედეგებისა და საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით საბუღალტრო მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას;
ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
4. შესყიდვების სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესის შესაბამისად:
ა.ა) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას;
ა.ბ) შერჩეულ მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას;
ა.გ) სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშგებას, შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით;
ა.დ) მაკონტროლებელთან შესათანხმებელ საქმიანობაზე თანხმობის მისაღებად საკითხების მომზადებასა და აღნიშნულის თაობაზე ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის წარდგენას;
ბ) პოლიციის აკადემიის სტრუქტურული დანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენასა და საჭიროებისამებრ კორექტირებას, აგრეთვე, სახელმწიფო შესყიდვების გეგმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასახვას;
გ) დაგეგმილი გამარტივებული შესყიდვის, ელექტრონული ტენდერის, კონკურსის, კონსოლიდირებული ტენდერისა და ერთობლივი ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვას, შენახვასა და საჭიროების შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვას;
დ) ბაზრის კვლევის განხორციელებასა და მომწოდებელთა ერთიან, მონაცემთა ბაზის წარმოება-განახლებას;
ე) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების აღრიცხვასა და შესრულების მონიტორინგს;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
5. მარაგებით უზრუნველყოფის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) ფუნქციონირებისათვის საჭირო საქონლის შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დამუშავებას, შესასყიდი საქონლის რაოდენობის/მოცულობის დაგეგმვას, შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მიღებას, გაფორმებული ხელშეკრულებების კონტროლს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიღებას/აღრიცხვას/გაცემას;
ბ) სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის კოორდინაციას;
გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე, პოლიციის აკადემიის სტრუქტურული დანაყოფების მოთხოვნის საფუძველზე, წლიური საჭიროებების განსაზღვრას;
დ) სხვადასხვა ფორმით გადაცემული ან/და მიღებული აქტივების აღრიცხვას, დასაწყობებასა და საჭიროების შესაბამისად გაცემას/განაწილებას;
ე) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით, საკანცელარიო საქონლით, სამეურნეო საქონლით, მედიკამენტებით, ავეჯით და სხვა აუცილებელი ინვენტარით მომარაგებას;
ვ) ნორმირებული სანივთე ქონების გაცემასა და აღრიცხვას;
ზ) საწყობში არსებული ჩამოსაწერი მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ დოკუმენტაციის მომზადებას, სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან დაზიანებული ან/და ჩამოსაწერი მატერიალური ფასეულობების მიღება-ჩაბარებას შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით;
თ) შესასყიდი საქონლის ტექნიკური მახასიათებლების შემუშავებას შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად;
ი) ბალანსზე რიცხული ქონების მართვის საკითხების განხილვასა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;
კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
6. ექსპლუატაციის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას, შეკეთებისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას, ჩამოსაწერი ან/და გადასაცემი სატრანსპორტო საშუალებებისა და სათადარიგო ნაწილების შესახებ დოკუმენტაციის მომზადებას;
ბ) მოსამსახურეთა სატრანსპორტო მომსახურებას, საჭიროების შემთხვევაში;
გ) ქონების განკარგვასთან/მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებას;
დ) პოლიციის აკადემიის ფუნქციონირებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს (სამშენებლო/სარემონტო) შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დამუშავებას, შესასყიდი საქონლის/მომსახურების/სამუშაოს რაოდენობის/მოცულობების დაგეგმვას, შესყიდვების პროცესში მონაწილეობას, გაფორმებული ხელშეკრულებების კონტროლს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიღებას/აღრიცხვას/გაცემას;
ე) ინფრასტრუქტურის გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას;
ვ) შენობებს კომუნალური საყოფაცხოვრებო პირობებით (გათბობა, კონდიცირება, წყალი, ელექტროენერგია, დასუფთავება და ა.შ.);
ზ) შენობა-ნაგებობების მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარებას (ხარჯთაღრიცხვის შედგენას, საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო მასალების შეძენას, სამუშაოთა მიმდინარეობისა და მასალათა ნორმირებული ხარჯვის კონტროლს);
თ) გახარჯული სამშენებლო მასალების აღრიცხვას, ჩამოსაწერი მასალის დოკუმენტაციის მომზადებასა და შემდგომ რეაგირებას;
ი) საჭიროებისამებრ, შენობა-ნაგებობების აუცილებელი სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრას, საპროექტო დოკუმენტაციისა და ხარჯთაღრიცხვების შედგენას, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობასა და კონტროლს, არსებული ხელშეკრულებებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
კ) ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების აღრიცხვას, მართვის საკითხების განხილვას, შესაბამისი წინადადებებისა და დოკუმენტაციის მომზადებას;
ლ) ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარებასა და მისი შედეგების შეფასებაში მონაწილეობას;
მ) ბალანსზე რიცხული ქონების მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე მიმაგრებას, აღრიცხვასა და შესაბამისი დოკუმენტაციის ფინანსური დაგეგმარებისა და საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოში წარდგენას;
ნ) მომსახურების სფეროში გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლსა და მათი მიმდინარეობის კოორდინაციას;
ო) სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და პოლიციის აკადემიის მოსამსახურეების, სტუდენტებისა და მსმენელებისათვის, ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟის ჩატარებას;
პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება