და
საზოგადოებასთან
ურთიერთობის
დეპარტამენტი
1. განვითარების, კვლევების, საგარეო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, პოლიციის აკადემიის მიზნებიდან გამომდინარე, ახორციელებს საჭიროებების კვლევებს, განსაზღვრავს და გეგმავს შესაბამის აქტივობებს, უზრუნველყოფს საგარეო თანამშრომლობის განვითარებასა და კოორდინაციას, ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით.
2. განვითარების, კვლევების, საგარეო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) განვითარების, კვლევებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;
ბ) საგარეო ურთიერთობების სამმართველო.
3. განვითარების, კვლევებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) საჭიროებების, მათ შორის, სწავლების პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეების საჭიროებების კვლევას, შესაბამისი აქტივობების განსაზღვრას, დაგეგმვასა და კოორდინაციას;
ბ) პოლიციის აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფთან შეთანხმებით, საპოლიციო განათლების სფეროში ახალი ცოდნის, ტენდენციებისა და ინოვაციების კვლევას;
გ) შესაბამის ადგილობრივ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კვლევით ცენტრებთან, ასევე საჯარო და კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან თანამშრომლობას, მათ შორის, მემორანდუმების გაფორმებას;
დ) საქმიანობის სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით, რეფორმის გასატარებლად, რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადებას;
ე) პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში პოლიციის აკადემიის მონაწილეობის კოორდინაციას, ამავე დოკუმენტების საფუძველზე, პოლიციის აკადემიისთვის განსაზღვრული ამოცანებისა და აქტივობების შესრულების მონიტორინგსა და ანგარიშგებას;
ვ) პოლიციის აკადემიის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, შესრულების მონიტორინგსა და ანგარიშგებას, ამ მიზნით კოორდინაციას შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან;
ზ) პოლიციის აკადემიის საქმიანობისთვის საჭირო ანალიტიკური ანგარიშებისა და მიმოხილვების მომზადებას;
თ) პოლიციის აკადემიის უფლებამოსილებების განხორციელებისას წარმოშობილი რისკებისა და გამოწვევების შესწავლას, ანალიზსა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობას;
ი) პოლიციის აკადემიაში მომსახურების დანერგვისა და განვითარების კოორდინაციას, თემატური პროექტების მართვას, თემატური სახელმძღვანელოების მომზადებაში მონაწილეობას;
კ) ვიზუალური, საპრომოციო მასალების, საინფორმაციო და აუდიო-ვიდეო მასალების დიზაინის ფორმირებას, პოლიციის აკადემიის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში უწყების ოფიციალური გვერდების მართვას;
ლ) პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივ ღონისძიებათა, მათ შორის, სპეციალური საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებას საზოგადოების მართლშეგნების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით;
მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
4. საგარეო ურთიერთობების სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) პოლიციის აკადემიის თანამშრომლობას უცხო ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებების, მემორანდუმებისა და თანამშრომლობის სხვა სამართლებრივი აქტების მომზადებას, გაფორმებას და მათი შესრულების კოორდინაციას;
გ) საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლას და დანერგვის ხელშეწყობას პოლიციის აკადემიის სასწავლო და საორგანიზაციო პროცესებში;
დ) საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების ინიცირებას, დაგეგმვასა და განხორციელებას;
ე) საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ტრენინგების, სემინარების, კონფერენციებისა და გაცვლითი პროგრამების ორგანიზებას პოლიციის აკადემიის სტუდენტების, მსმენელებისა და მოსამსახურეთათვის;
ვ) დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვას, გრანტებისა და ფინანსური მხარდაჭერის მოზიდვას, საპროექტო წინადადებების ინიცირების გზით;
ზ) ოფიციალური ვიზიტებისა და ღონისძიებების დაგეგმვას, ორგანიზებასა და კოორდინაციას, შესაბამის ადგილობრივ და საერთაშორისო უწყებებთან;
თ) პოლიციის აკადემიის სტრუქტურული ერთეულების საჭიროებების გათვალისწინებით და საერთაშორისო ცნობადობის გაზრდის მიზნით საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციას;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება