საბჭო
1. წარმომადგენლობითი საბჭო არის მართვის ფუნქციის მქონე წარმომადგენლობითი ორგანო.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები არიან პრორექტორ(ებ)ი, პოლიციის სკოლის უფროსი და დეპარტამენტის უფროსები.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების ხმათა 2/3-ის უმრავლესობით. წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საბჭოს მინიმუმ 2 წევრს.
4. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის მდივანს 2 წლის ვადით, წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს სრული შემადგენლობის 1/3-ის წარდგინებით, ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო პოლიციის აკადემიის მოსამსახურეთაგან.
5. წარმომადგენლობითი საბჭო მოიწვევა წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარის მიერ, საჭიროებისამებრ, წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარის ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის ინიციატივით, მაგრამ არანაკლებ 2 თვეში ერთხელ. წარმომადგენლობითი საბჭო იკრიბება წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარის მიერ, მოწვევიდან მე-2 სამუშაო დღეს.
6. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს წინასწარ უნდა ეცნობოთ სხდომის ჩატარების დროის, ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ.
7. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 2/3.
8. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.
9. წარმომადგენლობითი საბჭოს ყველა სხდომაზე წარმოებს სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) წარმომადგენლობითი საბჭოს, როგორც მართვის ორგანოს, დასახელება;
ბ) სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილი;
გ) სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა;
დ) სხდომის დღის წესრიგი;
ე) სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები;
ვ) სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები.
10. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.
11. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც საჭიროებს დამტკიცებას, წარედგინება რექტორს.
12. წარმომადგენლობითი საბჭო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:
ა) განიხილავს პოლიციის აკადემიის წესდების ან მასში ცვლილების პროექტს;
ბ) განიხილავს პოლიციის აკადემიის სტრუქტურის ცვლილების პროექტს;
გ) განიხილავს პოლიციის აკადემიის შინაგანაწესის პროექტს;
დ) განიხილავს პოლიციის აკადემიის წლიური ბიუჯეტის ან მასში ცვლილების პროექტს;
ე) განიხილავს 100 000 ლარის და მეტი ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების მიზანშეწონილობის საკითხს და მიღებულ გადაწყვეტილებას;
ვ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
13. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია პოლიციის აკადემიასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტ