უზრუნველყოფისა
და
მონიტორინგის
დეპარტამენტი
1. ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის დეპარტამენტი ახორციელებს პოლიციის აკადემიაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის/ინსტრუქტორების პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატურ შეფასებას, პოლიციის აკადემიის მოსამსახურეთა დისციპლინისა და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მონიტორინგს.
2. ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) მონიტორინგი.
3. ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) „დაგეგმე-განახორციელე-შეამოწმე-განავითარე“ პრინციპის საფუძველზე მუშაობას;
ბ) სწავლისა და სწავლების ხარისხის მართვის მარეგულირებელი დოკუმენტების შემუშავებას;
გ) სწავლის შედეგების მიღწევის შეფასების პროცესების განსაზღვრას, დაგეგმვას, კოორდინაციასა და ანგარიშების მომზადებას;
დ) სწავლების ხარისხის მაჩვენებელთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;
ე) საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობას სწავლებისა და სწავლის ხარისხის მარეგულირებელ აქტებთან და თანამედროვე მოთხოვნებთან;
ვ) სასწავლო პროცესის (თეორიული, პრაქტიკული) მონიტორინგსა და შეფასებას, აგრეთვე შესაბამისობის ანალიზს სწავლისა და სწავლების ხარისხის მარეგულირებელ აქტებთან;
ზ) სტუდენტების, კურსდამთავრებულების, მსმენელებისა და დამსაქმებლებისაგან უკუკავშირის შეგროვებას, მათი კმაყოფილების კვლევასა და შედეგების გაანალიზებას, აგრეთვე, სტუდენტთა და მსმენელთა სწავლის შედეგებისა და შეფასების სისტემის სანდოობას და აკადემიური მოსწრების ანალიზს;
თ) სწავლისა და სწავლების ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგსა და პერიოდულ შეფასებას;
ი) საქართველოსა და უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობას, განვითარების, კვლევების, საგარეო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან კოორდინაციით, ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი რეალიზების წესების ჩამოსაყალიბებლად;
კ) აკადემიური პერსონალისა და ინსტრუქტორთა პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატურ შეფასებას და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, პროფესიული განვითარების საჭიროებების გამოვლენას;
ლ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციის პროცესების ხელმძღვანელობას;
მ) ორგანიზაციული მართვის პროცესის ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობას;
ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
4. მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) პოლიციის აკადემიაში დისციპლინური ნორმების დაცვისა და სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვანი შესრულების კონტროლს;
ბ) პოლიციის აკადემიის მოსამსახურის სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის მომზადებასა და რექტორისთვის წარდგენას;
გ) პოლიციის აკადემიის მოსამსახურის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ორგანოს ინფორმირებას;
დ) პოლიციის აკადემიის მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენასა და შესაბამის რეაგირებას;
ე) პოლიციის აკადემიის სტრუქტურულ ერთეულებში სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვანი შესრულების გეგმური ან/და არაგეგმური მონიტორინგის/სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას;
ვ) პერიოდული, მათ შორის, კვარტალური, წლიური ანგარიშების წარმოებასა და მათ ანალიზს;
ზ) სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების წერილების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების დადგენილი წესით განხილვასა და მათზე რეაგირებას;
თ) საჭიროების შემთხვევაში პოლიციის აკადემიის სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციის გამოთხოვასა და დამუშავებას, პოლიციის აკადემიის მოსამსახურისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევას, ხოლო პირთან, რომელსაც შესაძლოა შეხება ჰქონდეს გამოსარკვევ საკითხთან, − გასაუბრებას;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება