1. ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) ახორციელებს პოლიციის აკადემიის სამართლებრივ მხარდაჭერასა და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ, აგრეთვე სამობილიზაციო-ოპერატიულ, საბიბლიოთეკო, საკანცელარიო და საარქივო საქმიანობას.

2. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;

გ) სამობილიზაციო და ოპერატიული სამორიგეო;

დ) კანცელარია;

ე) ბიბლიოთეკა.

3. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) პოლიციის აკადემიის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, სამართლებრივ შეფასებას ან/და ვიზირებას;

ბ) პოლიციის აკადემიაში შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ შეფასებას;

გ) პოლიციის აკადემიის სახელით დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების პროექტების სამართლებრივ შეფასებას ან/და ვიზირებას (საჭიროების შემთხვევაში);

დ) განცხადებებსა და ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებას, შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას და რექტორისთვის წარდგენას შემდგომი რეაგირებისთვის;

ე) სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, საგამოძიებო ორგანოებში, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში პოლიციის აკადემიის წარმომადგენლობის უზრუნველყოფასა და ინტერესების დაცვას;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, პოლიციის აკადემიის მოსამსახურეებისთვის კონსულტაციების გაწევას;

ზ) პოლიციის აკადემიაში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობას;

თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

ი) საჯარო ინფორმაციის დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადებში წარდგენას პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით;

კ) საჯარო ინფორმაციის კანონშესაბამისად დამუშავების მიზნით სათანადო რეკომენდაციების გაცემას;

ლ) სტუდენტთა უფლებების დაცვას;

მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

4. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) პოლიციის აკადემიის ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზებასა და მართვას;

ბ) პოლიციის აკადემიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსების დაგეგმვასა და ორგანიზებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

გ) პოლიციის აკადემიაში მისაღები/დასანიშნი კანდიდატების შერჩევასა და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის შემოწმებას;

დ) პოლიციის აკადემიის მოსამსახურეთა მიერ ანკეტური მონაცემების განახლებისას/შეცვლისას დამატებით შემოწმებას;

ე) პოლიციის აკადემიის მოსამსახურეთა საჭიროებების განსაზღვრას და გასატარებელი ღონისძიებების ორგანიზებას;

ვ) პოლიციის აკადემიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებასა და აღრიცხვას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვასა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნას;

ზ) პოლიციის აკადემიის მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების შემუშავების/განახლების ორგანიზებას;

თ) ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული ბრძანებების (მოსამსახურეთა მიღების, თანამდებობრივი გადაადგილების, სპეციალურ წოდებათა მინიჭების, წახალისების და სხვა), ასევე შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას;

ი) პოლიციის აკადემიის მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, დათხოვნილ მოსამსახურეთა სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;

კ) პოლიციის აკადემიის მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მასალების მომზადებას;

ლ) პოლიციის აკადემიის მოსამსახურეთა სამედიცინო დაზღვევას;

მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

5. სამობილიზაციო და ოპერატიული სამორიგეო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) პოლიციის აკადემიის ტერიტორიაზე სადღეღამისო მორიგეობას, დადგენილი წესის შესაბამისად;

ბ) შესაბამისი ზომების გატარებას პოლიციის აკადემიის ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით;

გ) ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული (ტექნოგენური) საფრთხეების, რისკებისა და გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებას, ასევე, პრევენციის ან/და მათი უარყოფითი შედეგების შემცირების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას და მათ განხორციელებაში მონაწილეობას;

დ) პოლიციის აკადემიის სამობილიზაციო გეგმების შემუშავებას;

ე) საჭიროების შემთხვევაში პოლიციის აკადემიის სრულ სამობილიზაციო მზადყოფნას;

ვ) პოლიციის აკადემიაზე გადმოცემული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, საბრძოლო მასალებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების აღრიცხვას, შენახვასა და მოსამსახურეებზე გაცემას, დადგენილი წესის შესაბამისად;

ზ) ჩამოწერილი იარაღის ჩაბარებას დადგენილი წესის შესაბამისად;

თ) პოლიციის აკადემიაში შრომის უსაფრთხოების დაცვას;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

6. კანცელარია კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) საქმისწარმოების ორგანიზებას, შემოსული საიდუმლო (საიდუმლო დოკუმენტაციის საკანცელარიო ჟურნალში აღრიცხვა) და არასაიდუმლო დოკუმენტაციის მიღებას, აღრიცხვასა და განაწილებას;

ბ) დოკუმენტების დაარქივებას დადგენილი წესის შესაბამისად;

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

7. ბიბლიოთეკა კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) ბიბლიოთეკის ფონდების ჩამოყალიბებას სასწავლო მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) მსმენელების, სტუდენტების, აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის, ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულ და თანამედროვე საბიბლიოთეკო მოთხოვნის შესაბამისად განთავსებულ საბიბლიოთეკო დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობას;

გ) საბიბლიოთეკო ერთეულების აღრიცხვას, კატალოგიზაციას, კლასიფიკაციას და უზრუნველყოფს მათ დაცვას;

დ) მკითხველთა დიფერენცირებულ მომსახურებას სამკითხველო დარბაზებში;

ე) პოლიციის აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და სხვა დამხმარე მასალით მომარაგებას;

ვ) საბიბლიოთეკო ფონდის ელექტრონული კატალოგის შექმნას, განახლებასა და ხელმისაწვდომობას;

ზ) საერთაშორისო ელექტრონულ საბიბლიოთეკო ქსელში ჩართულობას;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

8. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დაქვემდებარებაშია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვას პოლიციის აკადემიაშ