1. სამინისტროს არქივი (დეპარტამენტი) ახორციელებს საარქივო საქმისწარმოებას, ამ წესდებისა და საარქივო საქმისწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სამინისტროს არქივის (დეპარტამენტი) სტრუქტურული ერთეულებია:

ა) I სამმართველო (უშიშროების და პარტიული არქივი);

ბ) II სამმართველო (შემოქმედებითი, დიგიტალიზაციისა და რესტავრაციის არქივი).

3. I სამმართველო (უშიშროების და პარტიული არქივი) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) საარქივო მასალის აღრიცხვას, შენახვასა და დაცვას;

ბ) საცავში დაცული სპეციალური ტიპის ინფორმაციასთან პირის დაშვებას;

გ) საცავში დაცული სპეციალური ტიპის ინფორმაციის გაცემას;

დ) საარქივო დოკუმენტების შერჩევას და სახელმწიფო შესანახად მომზადებას;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

4. II სამმართველო (შემოქმედებითი, დიგიტალიზაციისა და რესტავრაციის არქივი) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) დაზიანებული ან დაშლილი საარქივო დოკუმენტების თავდაპირველი ან თავდაპირველთან მიახლოებული თვისებებისა და გარე ნიშნების აღდგენას (რესტავრაცია);

ბ) სადაზღვევო ფონდისა და სარგებლობის ფონდის შექმნის მიზნით საარქივო დოკუმენტების გაციფრულებას;

გ) სხვადასხვა სახის შემოქმედებითი ან/და სამეცნიერო-კვლევითი (საგამომცემლო, საექსპოზიციო და ა.შ.) დანიშნულებით საარქივო დოკუმენტების გამოყენებას;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

თავი III

პოლიციის აკადემიის პერსონა