1. პოლიციის აკადემიის სტუდენტად იწოდება პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რექტორის ბრძანების საფუძველზე, ჩაირიცხება პოლიციის აკადემიაში, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე.

2. სტუდენტის სტატუსი მოქმედებს პოლიციის აკადემიასთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტამდე.

3. სტუდენტის სტატუსი სტუდენტს უფლებას აძლევს ისარგებლოს სტუდენტისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებით და შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობებ