1. პოლიციის აკადემიის სტუდენტი სარგებლობს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, მინისტრისა და პოლიციის აკადემიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით.

2. სტუდენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;

გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

3. სტუდენტს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, შეიძლება დაუწესდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი შეზღუდვები.

4. სტუდენტი ვალდებულია:

ა) შეასრულოს პოლიციის აკადემიის იმ საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნები, რომელზეც სწავლობს;

ბ) დაიცვას პოლიციის აკადემიის წესდება;

გ) დაიცვას დისციპლინასთან, ეთიკასთან და აკადემიურ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნები;

დ) პერიოდულად ეცნობოდეს მინისტრისა და რექტორის შესაბამის სამართლებრივ აქტებს და განუხრელად დაიცვას მათი მოთხოვნები.

5. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოება უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მინისტრისა და რექტორის ბრძანებებით განსაზღვრული საფუძვლით და დადგენილი წესი