1. პოლიციის აკადემიას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად კანონმდებლობის შესაბამისად გადაეცემა ქონება.

2. პოლიციის აკადემიის ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.

3. პოლიციის აკადემიას უფლება აქვს მისთვის გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან გაასხვისოს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისა