1. დასახული მიზნების მისაღწევად და ფუნქციების შესასრულებლად სააგენტოს აქვს ქონება, რომელიც ფორმირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და აისახება მის ბალანსზე.

2. სააგენტოს ბალანსზე არსებული ქონება შედგება ასევე ძირითადი და საბრუნავი საშუალებების, სხვა მატერიალური ფასეულობის, ფინანსური რესურსების და არამატერიალური აქტივებისაგან, რომელთა შეძენა და განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესი