1. სამსახურის მიზანია სააგენტოში ახალი  პროექტების ინიცირება, დაგეგმვა და მათი მიმდინარეობის კოორდინაცია/მონიტორინგი.

2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა)  სააგენტოს მიერ განსახორციელებელი პროექტების ინიცირება; მიმდინარე პროექტების კოორდინაცია/მონიტორინგი;

ბ) ახალი პროექტების დაგეგმვა,  მიზნების განსაზღვრა და  შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;

გ) პროექტების ფინანსური ხარჯების შესახებ ინფორმაციის მომზადება;

დ) პროექტების განხორციელების ზედამხედველობა;

ე) პროექტის დადგენილ ვადაში განხორციელების უზრუნველყოფა;

ვ) პროექტების თაობაზე პრეზენტაციის/მოხსენების მომზადება;

ზ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

თ) შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული თუ ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტალის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენ