1. სამსახურის მიზანია სააგენტოს სერვისებისა და მომსახურების პროცესების დახვეწა, განვითარება და პოპულარიზაცია.
2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სააგენტოს მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში, დასახლებებსა და დასახლებების უბნებში მომსახურების პუნქტების რაოდენობის გაზრდის ხელშეწყობა;
ბ) მომსახურების გამარტივების მიზნით სახელმწიფო და კერძო სექტორებთან თანამშრომლობა, მათთან მემორანდუმების/ხელშეკრულებების გაფორმება, დადებული მემორანდუმების/ ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი;
გ) ავტორიზებულ პირთა სწავლებისათვის საჭირო მასალების მომზადება, სასწავლო ღონისძიებების ჩატარება/ორგანიზება და უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში ავტორიზებული პირების შესაბამისი ინსტრუქციებით უზრუნველყოფა;
დ) ავტორიზებული პირებისთვის დელეგირებული უფლებამოსილების შესრულების ზედამხედველობა;
ე) მომსახურების პროცესის დაკვირვება, არსებული ხარვეზების დროული იდენტიფიცირება, ანალიზი და გადაწყვეტის გზების მოძიება;
ვ) ახალი პროდუქტების გაყიდვის გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა;
ზ) შემოსავლის გენერირების მიზნით სააგენტოს პროდუქტების გაყიდვის შესაძლებლობების კვლევა, ანალიზი და შესაბამისი წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
თ) ახალი ან/და არსებული მომსახურების დანერგვა და დახვეწა;
ი) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
კ) შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული თუ ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტლის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენ