1. სამსახურის მიზანია შესაბამისი პირებისათვის სანდო და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, სააგენტოში დაცული საჯარო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სააგენტოში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით, კორესპონდენციის ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება;

ბ) სააგენტოს არქივში დაცული დოკუმენტაციის და მათი შინაარსის შესახებ ინფორმაციის მომზადება;

გ) ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, საინფორმაციო მომსახურების გაუმჯობესების, ინფორმაციის მიწოდების საშუალებების დახვეწის და განვითარების მიზნით კონკრეტული სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული თუ ტექნიკური ხასიათის წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტალის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენ