1. დეპარტამენტის მიზანია შესაბამისი პირებისათვის სანდო და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის წარმოება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის  გატარება.

2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) უძრავ ნივთებზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების შეცვლის, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით;

ბ) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის წარმოების პროცესის მონიტორინგი და რეგისტრაციის პროცედურების დაცვის კონტროლი;

გ) ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის გატარება და   საქმიანობის კოორდინაცია;

დ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

ე) სარეგისტრაციო პროცედურების გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული თუ ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტალის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენ