1. სამსახურის მიზანია სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა, სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებაზე ზრუნვა და მისი ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიზნობრივი აუდიტორიისათვის სათანადო ფორმით, სწორი არხებით და ინტენსივობით მიწოდება.

2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ) სააგენტოს მიზნებიდან გამომდინარე, საქმიანობის კოორდინაცია და ტექნიკური უზრუნველყოფის მონიტორინგი;

გ)  სააგენტოს საქმისწარმოების სისტემის პროცედურული საკითხების ორგანიზება;

დ) სააგენტოს სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი საქმისწარმოების ერთიანი წესის შემუშავება, დანერგვა და დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის ბაზაში ცვლილებების შეტანის უზრუნველყოფა;

ე) სააგენტოს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში მატერიალური და ელექტრონული სახით შემოსული კორესპონდენციის ბაზაში ასახვა/რეგისტრაცია, დამუშავება, კლასიფიკაცია და სარეზოლუციო ადრესატისათვის გაგზავნა დადგენილი წესითა და საჭიროების შესაბამისად;

ვ) სააგენტოს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში სააგენტოს თანამშრომელთა მიერ  შესრულებული კორესპონდენციის შესაბამის ადრესატებთან გადაგზავნა დადგენილი წესისა და საჭიროების შესაბამისად;

ზ) სააგენტოს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში შექმნილი და დაცული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ასლების დამოწმება დადგენილი წესისა და საჭიროების შესაბამისად;

თ) სააგენტოში შემოსული დოკუმენტაციის სააგენტოს არქივის სამსახურისათვის გადაცემა, მათი სისტემატიზაციისა და სათანადო წესით შენახვის მიზნით;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის შემცველი კორესპონდენციის/დოკუმენტაციის დადგენილი წესისა და პროცედურის შესაბამისად შენახვა/სისტემატიზაცია;

კ) სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

ლ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სააგენტოს ურთიერთობის კოორდინაცია;

მ) სააგენტოს სარეკლამო და საინფორმაციო კამპანიის წარმოება და, საჭიროებიდან გამომდინარე, ბრიფინგებისა და კონფერენციების ორგანიზება, პრესრელიზების და მსგავსი ინფორმაციის მომზადება;

ნ)  მომხმარებელზე ორიენტირებული მარკეტინგული სისტემის ფორმირება;

ო) თემატური ელექტრონული და ბეჭდვითი პუბლიკაციების მომზადება და გავრცელება;

პ) სააგენტოს საერთაშორისო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;

ჟ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორ ქვეყნებთან თანამშრომლობა;

რ) სააგენტოს ინტერესებიდან გამომდინარე, საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობა;

ს) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

ტ) შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული თუ ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტალის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენ