1. დეპარტამენტის მიზანია შესაბამისი პირებისათვის სანდო და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრისა და მუნიციპალიტეტების რეესტრის წარმოება.

2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სუბიექტების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე გირავნობის უფლებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების, ასევე ბიზნესოპერატორის, საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების გამწევი სუბიექტის წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით;

ბ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად მუნიციპალიტეტების შესახებ მონაცემების აღრიცხვა მუნიციპალიტეტების რეესტრში;

დ) უფლებამოსილების  ფარგლებში, რეგისტრირებული მონაცემების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ე) უფლებამოსილების  ფარგლებში, რეგისტრირებულ მონაცემების საარქივო დოკუმენტაციის აღრიცხვა-სისტემატიზაცია და დაარქივების პროცესის ზედამხედველობა;

ვ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა (პარტიების) და მუნიციპალიტეტების რეესტრების ელექტრონულ ბაზებში მონაცემთა ასახვასთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება, მონაცემთა ასახვის პროცესში მათი სიზუსტის შემოწმება და ანალიზი, კომპეტენციის ფარგლებში მონაცემების გასწორების/განახლების სამუშაოების ორგანიზება;

ზ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

თ) სარეგისტრაციო პროცედურების გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული თუ ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტალის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენ