1. სამსახურის მიზანია შესაბამისი პირებისათვის სანდო და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, მისამართების ერთიანი რეესტრის წარმოება, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, რეესტრის წარმოების პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით წინადადებების შემუშავება.
2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) მისამართების ერთიანი რეესტრის წარმოება;
ბ) გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების აღწერა-ინვენტარიზაცია (დამისამართება);
გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაცია და მათ შესახებ მონაცემების აღრიცხვა;
დ) მისამართის მინიჭების ან ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, გეოგრაფიული ობიექტის არასწორი სამისამართო მონაცემების დაზუსტება;
ე) მისამართების შესახებ საველე მონაცემების შეგროვება;
ვ) სამისამართო მონაცემების გეოსაინფორმაციო სისტემებში დამუშავება;
ზ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
თ) შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული თუ ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტალის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენ