რეესტრის
წარმოების
პრინციპები
1. სამისამართო რეესტრში მისამართის რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
2. სამისამართო რეესტრის მონაცემების შექმნის საფუძველია როგორც დაინტერესებული პირების მიერ წარდგენილი, ისე სააგენტოში დაცული, სააგენტოს ან სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) ორგანოს მიერ შექმნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის შესახე