1. სააგენტო, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
2. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
3. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ მონაცემებში შეტანილი ცვლილება მოქმედებს მხოლოდ ამ ცვლილების რეგისტრაციის შემდე