ობიექტის, ბინისა
და
სხვა
სახის
ობიექტის
ნუმერაცია
1. სააგენტო ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის დასახლებაში არსებული გეოგრაფიული ობიექტისათვის, ბინისა და სხვა ობიექტისათვის ნომრის მინიჭებას ციფრების ან/და ქართული ანბანის ასოების გამოყენებით.
2. გეოგრაფიული ობიექტისათვის, ბინისა და სხვა ობიექტისათვის ნომრის მინიჭება ან/და მასში ცვლილების შეტანა წარმოებს, თუ:
ა) ობიექტს არ აქვს მინიჭებული ნომერი;
ბ) მეორდება ნომერი;
გ) დარღვეულია ნუმერაციის თანმიმდევრობა;
დ) მოხდა გეოგრაფიული ობიექტის, ბინის ან სხვა ობიექტის დაყოფა/გაერთიანება;
ე) ნომერი მინიჭებულია არასწორად.
3. ნუმერაციას ექვემდებარება:
ა) მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო სისტემის ობიექტი ან სხვა სახის ობიექტი;
ბ) მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის სადარბაზო, ბინა და სხვა ფართობი.
4. დაუშვებელია ნომრის განმეორება. ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს ხელახალი ნუმერაცი