1. სამსახურის მიზანია სააგენტოში დაცული დოკუმენტების არქივის წარმოება და დოკუმენტაციის   დაცვის უზრუნველყოფა.

2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა)  სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტების არქივში განთავსება, საქმეთა რეესტრის წარმოება და სააგენტოს არქივის (შემდგომში - არქივი) მუშაობის ორგანიზება;

ბ) სააგენტოში წარმოდგენილი  დოკუმენტების შენახვის, დაცვის და მათზე წვდომის უზრუნველყოფა;

გ) არქივიდან დოკუმენტების გაცემა დადგენილი პროცედურითა და წესით;

დ) განცხადების საფუძველზე, დაინტერესებული პირებისათვის არქივში დაცული დოკუმენტაციის დედნის ან მისი ელექტრონული ასლის გაცნობა.  დოკუმენტაციის არქივში არარსებობის შესახებ ინფორმაციის   მომზადება;

ე) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

ვ) შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული თუ ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტალის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენ