1. არქივში დგება: წლიური სამუშაო გეგმა (დანართი №46), არქივში საქმეთა მიღების გეგმა-გრაფიკი.
2. წლიური გეგმა დგება სამუშაოთა კონკრეტული სახეობების მითითებით.
3. არქივში საქმეთა მიღების გეგმა-გრაფიკი თანხმდება სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და დაქვემდებარებულ დაწესებულებებთან და მტკიცდება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.
4. მუშაობის შედეგების მიხედვით არქივის მიერ დგება წლიური გეგმის, გეგმა-გრაფიკების შესრულების ანგარიშები, აგრეთვე ცნობები წლიური გეგმის გარდა შესრულებული სხვა ღონისძიებების შესახებ. ეს უკანასკნელი აისახება ანგარიშის ბოლოს, საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებელი განყოფილებით.
5. არქივში შრომის აღრიცხვა ხორციელდება სამუშაო დროის სააღრიცხვო ტაბელსა და შრომის სააღრიცხვო დღიურებში