1. ა) არქივის ხელმძღვანელის შეცვლის დროს დოკუმენტებისა და მათი საცნობარო აპარატის, აგრეთვე არქივის სათავსების, ინვენტარისა და მოწყობილობის მიღება-გადაცემა ხორციელდება აქტით (დანართი № 48).
ბ) არქივის ხელმძღვანელის საქმეების მიღება-გადაცემისათვის დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით (განკარგულებით) ინიშნება კომისია არა ნაკლებ სამი კაცისა. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ უნდა იქნეს საქმისწარმოების სამსახურის წარმომადგენელი.
2. საქმეთა მიღება-გადაცემის დროს საჭიროა შემოწმდეს:
ა) არქივის დოკუმენტების, მათ შორის, განსაკუთრებულად ღირებული საქმეებისა და განსაკუთრებულად ღირებული დოკუმენტების სადაზღვევო პირების არსებობა და მდგომარეობა;
ბ) სააღრიცხვო დოკუმენტებისა და დოკუმენტების საცნობარო აპარატის (არქივის პასპორტის, საქმეთა ანაწერებისა და მათი შემცვლელი საქმეთა ნომენკლატურების, ფონდების ფურცლებისა და ფონდების ბარათების, დოკუმენტების შემოსვლისა და გასვლის დავთრების, საცნობარო ბარათების) არსებობა და მდგომარეობა;
გ) არქივის ბეჭდებისა და შტამპების არსებობა და მდგომარეობა (მათი არსებობის შემთხვევაში);
დ) ხანძარსაწინააღმდეგო და დაცვითი მოწყობილობების არსებობა და მდგომარეობა;
ე) დოკუმენტების შენახვის პირობები