1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტები, რომლებიც დროებით ინახება დაწესებულების არქივში, გადაიცემა მუდმივ შესანახად.
2. დაწესებულების არქივი მუდმივ შესანახად გადასცემს დოკუმენტებს იმ საარქივო დაწესებულებას, რომლისთვისაც ეს ფონდშემქმნელი დაწესებულება დაკომპლექტების წყაროა.
3. საარქივო დაწესებულებას დოკუმენტები შესანახად გადაეცემა მოწესრიგებულ მდგომარეობაში შესაბამისი სამეცნიერო-საცნობარო აპარატითა და განსაკუთრებულად ღირებულ და უნიკალურ დოკუმენტებზე სადაზღვევო პირებით.
4. ,,ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაწესებულებათა არქივებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვის ზღვრულ ვადებს ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
5. ა) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, სახელმწიფო დაწესებულებები და მუნიციპალური ორგანიზაციები უზრუნველყოფენ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შერჩევას, მომზადებასა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში გადაცემას მუდმივ შესანახად. დოკუმენტების შერჩევასთან და მუდმივ შესანახად გადაცემის მომზადებას, მათ შორის, დოკუმენტების მოწესრიგებასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ყველა სამუშაო სრულდება დოკუმენტების გადამცემი ორგანოებისა და დაწესებულებების სახსრებით.
ბ) არასახელმწიფო დაწესებულებები უზრუნველყოფენ მათ მფლობელობაში არსებული სახელმწიფო ან ადგილობრივი საკუთრებისადმი მიკუთვნებული ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შერჩევასა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში გადაცემას საარქივო დაწესებულებებში. ამ სამუშაოს ეს დაწესებულებები ახორციელებენ საკუთარი სახსრებით.
6. ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების რეორგანიზაციის დროს დოკუმენტები მოწესრიგებულ მდგომარეობაში გადაეცემა რეორგანიზებული სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების უფლებამონაცვლეებს.
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სტრუქტურის ცვლილების დროს დოკუმენტები მოწესრიგებულ მდგომარეობაში გადაეცემა ადგილობრივი თვითმმართველობის ახლად ფორმირებულ ორგანოებს.
გ) სახელმწიფო დაწესებულებებისა და ადგილობრივი სამსახურების რეორგანიზაციის დროს დოკუმენტები მოწესრიგებულ მდგომარეობაში გადაეცემა რეორგანიზებული დაწესებულებების უფლებამონაცვლეებს. ამასთან, სახელმწიფო დაწესებულებებისა და ადგილობრივი სამსახურების გარდაქმნა მათი ქონების საკუთრების ფორმების ცვლილებით (აქციონერული, პრივატიზებული) დოკუმენტები შეიძლება გადაეცეს დროებით შესანახად ახლად შექმნილ უფლებამონაცვლე დაწესებულებებს.
დ) დაწესებულების რეორგანიზაციის დროს, როდესაც მისი შემადგენლობიდან დაწესებულების სტატუსით გამოიყოფა სტრუქტურული ქვედანაყოფი, ამ უკანასკნელს გადაეცემა მისი საქმიანობის პროფილის საქმისწარმოებით დამთავრებული საქმეები, აგრეთვე იმ თანამშრომელთა პირადი საქმეები და პირადი ანგარიშები, რომლებიც სამუშაოდ გადავიდნენ ამ ახალ დაწესებულებაში.
ე) არასახელმწიფო დაწესებულებების რეორგანიზაციის დროს დოკუმენტების შემდგომი შენახვის პირობები და ადგილი განისაზღვრება ამ დაწესებულებების დამფუძნებლების მიერ.
7. ა) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სახელმწიფო დაწესებულებებისა და ადგილობრივი სამსახურების ლიკვიდაციის დროს ეროვნული საარქივო ფონდის, პირადი შემადგენლობისა და დროებით შესანახი დოკუმენტები, რომელთა შენახვის ვადები ჯერ არ გასულა, მოწესრიგებულ მდგომარეობაში შესანახად გადაეცემა შესაბამის საარქივო დაწესებულებას.
ბ) არასახელმწიფო დაწესებულებების ლიკვიდაციის დროს, მათ შორის, გაკოტრების შედეგად, მათი საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი ეროვნული საარქივო ფონდის, პირადი შემადგენლობის დოკუმენტები, აგრეთვე დოკუმენტები, რომელთა დროებითი შენახვის ვადები არ გასულა, სალიკვიდაციო კომისიის მიერ მოწესრიგებულ მდგომარეობაში გადაეცემა შესაბამის საარქივო დაწესებულებას სალიკვიდაციო კომისიასა და საარქივო დაწესებულებას შორის ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, სალიკვიდაციო კომისია აწყობს ლიკვიდირებული დაწესებულების, მათ შორის, გაკოტრებულის, დოკუმენტების მოწესრიგებას