1. ა) არქივის მუშაობა ორგანიზებულია არქივის დებულების შესაბამისად.
ბ) არქივის დებულებაში შეიტანება შემდეგი თავები: ძირითადი დებულებანი; არქივის დოკუმენტების შემადგენლობა; არქივის ამოცანები და ფუნქციები; არქივის უფლებები; არქივის მუშაობის ორგანიზაცია.
გ) საჭიროების შემთხვევაში არქივის დებულებას შეიძლება დაემატოს სხვა თავებიც.
2. ა) არქივი, რომელიც სტრუქტურული ქვედანაყოფია ან საქმისწარმოების სამსახურის ნაწილია, მისი დებულება თანხმდება შესაბამის საარქივო დაწესებულებასთან და მტკიცდება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.
ბ) ხელისუფლების ორგანოს ცენტრალური არქივის (არქივის), ცენტრალური დარგობრივი არქივის დებულება თანხმდება საქართველოს ეროვნულ არქივთან.
3. ა) არქივის ხელმძღვანელი თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით (განკარგულებით) შესაბამისი თანამდებობის პირების წარდგენით.
ბ) არქივის ხელმძღვანელი ორგანიზაციას უწევს არქივის მუშაობას და არქივზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე პერსონალური პასუხისმგებელია.
4. არქივზე პასუხისმგებელი პირი ამ თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით (განკარგულებით). არქივზე პასუხისმგებელი პირი გადის ინსტრუქტაჟს, ხოლო საჭირო შემთხვევაში სტაჟირებას იმ საარქივო დაწესებულებაში, რომელსაც სახელმწიფო შესანახად გადაეცემა დაწესებულების დოკუმენტები.
5. ა) არქივში საშტატო ნუსხის შესაბამისად არსებული თანამდებობებისათვის დგება თანამდებობრივი ინსტრუქციები, რომლებშიც მიეთითება არქივის მუშაკისათვის დაკისრებულ სამუშაოთა სახეობები, მისი უფლება-მოვალეობები.
ბ) თანამდებობრივი ინსტრუქციები თანხმდება დაწესებულებების იურიდიულ სამსახურებთან და შესაბამისად მტკიცდება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.
6. ა) არქივების და საქმისწარმოების სამსახურების მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების ძირითადი ფორმებია კურსები, თათბირები, სემინარები.
ბ) დაწესებულების არქივისა და საქმისწარმოების სამსახურის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლება ტარდება მის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით. კვალიფიკაციის ასამაღლებელი მეცადინეობების მომზადება და ჩატარება ხორციელდება არქივის მიერ საქმისწარმოების სამსახურსა და კადრების განყოფილებასთან ერთად.
7. ა) საქართველოს და ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების ცენტრალურ არქივებს, ცენტრალურ დარგობრივ არქივებს შეუძლიათ ორგანიზაცია გაუწიონ, შეიმუშაონ და მონაწილეობა მიიღონ დარგობრივი დანიშნულების ნორმატიულ-მეთოდიკური დოკუმენტების (დოკუმენტთა კატეგორიების სხვადახვა ნუსხების, საქმისწარმოების ტიპობრივი (სანიმუშო) ინსტრუქციების, საქმეთა ტიპობრივი (სანიმუშო) ნომენკლატურებისა და ა.შ.) მომზადებაში როგორც შიდა საქმიანობაში, ასევე მათ გამოსაყენებლად დოკუმენტებზე მუშაობისას სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში.
ბ) დარგობრივი ნორმატიულ-მეთოდიკური დოკუმენტების საფუძველზე დარგის დაწესებულებათა არქივები შეიმუშავებენ დოკუმენტებზე მუშაობისა და მათი შენახვის ორგანიზაციის კონკრეტულ ნორმატიულ-მეთოდიკურ დოკუმენტებს.
გ) არქივის მიერ მომზადებული ნორმატიულ-მეთოდიკური დოკუმენტების (ნუსხების, ნომენკლატურების და სხვა) პროექტები მათ დამტკიცებამდე ან ხელმოწერამდე დაწესებულების ან იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც ფუნქციონირებს არქივი, შესათანხმებლად წარედგინება შესაბამის საარქივო დაწესებულებას
დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ · რედაქცია 15.06.2007
მუხლი 69. დაწესებულების არქივის შექმნა
თავი XI — არქივის მუშაობის ორგანიზაცია
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 24. სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივის სამმართველო
- მუხლი 13. საერთო სასამართლოების არქივი
- მუხლი 22. არქივის სამსახური
- მუხლი 57. არქივის მართვა
- მუხლი 8. 1. ეროვნული არქივის სტრუქტურული ერთეულებია ცენტრალური აპარატი და ცენტრალური არქივები
- მუხლი 25. სამოქალაქო აქტების რეგიონული არქივის სამმართველო
მეზობელი მუხლები
- მუხლი 63. არქივის სამკითხველო დარბაზის მუშაობა
- მუხლი 64. დოკუმენტების გაცემა დროებითი სარგებლობისათვის
- მუხლი 65. არქივის დოკუმენტების გამოყენება საინფორმაციო ღონისძიებათა მომზადებისას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და საპუბლიკაციო საქმიანობაში
- მუხლი 66. არქივის საქმეებისა და დოკუმენტების გამოყენების აღრიცხვა
- მუხლი 67. დაწესებულებებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროებითი შენახვის ზღვრული ვადები
- მუხლი 68. არქივის დოკუმენტების მუდმივ შესანახად გადაცემის წესი
- მუხლი 70. არქივის მუშაობის დაგეგმვა და ანგარიშგება
- მუხლი 71. სტრუქტურული ქვედანაყოფების დოკუმენტების შენახვის მდგომარეობისა და საქმისწარმოებაში მათი ორგანიზაციის კონტროლი
- მუხლი 72. დოკუმენტების მიღება-გადაცემა არქივის ხელმძღვანელის შეცვლის დროს
- მუხლი 73. დოკუმენტების მიღება-გადაცემის წესი დაწესებულების რეორგანიზაციის დროს
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“, მუხლი 69, №174, 15.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.010.463 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/71008/muxli-69/