1. საქმეები გაეცემა დაწესებულების სტრუქტურულ ქვედანაყოფებს დროებითი სარგებლობისათვის ვადით არა უმეტეს 30 დღისა. არქივის მიერ ვადა შეიძლება გაგრძელდეს საქმეთა დაცვის გაცნობის შემდეგ, მაგრამ არა უმეტეს 30 დღისა.
2. ა) საქმეთა გაცემა დროებითი სარგებლობისათვის სხვა დაწესებულებაში მათი წერილობითი შეკითხვის მიხედვით ფორმდება აქტით (დანართი №18). აქტი დგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა მიმღებს, ხოლო მეორე რჩება არქივში. აქტს ხელს აწერენ დოკუმენტების გადამცემი დაწესებულების და მიმღები დაწესებულების ხელმძღვანელები; მასზე დაისმება ორივე დაწესებულების გერბიანი ბეჭდები.
ბ) საქმეები გაიცემა არა უმეტეს სამი თვის ვადით.
3. დროებითი სარგებლობისათვის საქმეთა გაცემის დროს თითოეული საქმე რეგისტრირდება საცავიდან საქმეთა გაცემის დავთარში (დანართი №19), ხოლო გაცემული საქმის ადგილზე იდება შემცვლელი ბარათი (დანართი №21). შემცვლელი ბარათები არქივში ინახება საჭიროების გასვლამდე. არქივში დაბრუნებული საქმეების მდგომარეობა შემოწმებულ უნდა იქნეს საქმის დამბრუნებელი პირის თანდასწრებით.
4. საცავიდან დროებით სარგებლობაში გაცემულ თითოეულ საქმეს უნდა ჰქონდეს საქმის გამოყენების ფურცელი (დანართი №20)