1. ა) მიმოხილვა საარქივო ცნობარია, რომელიც მოიცავს სისტემატიზებულ ცნობებს დოკუმენტთა ცალკეული კომპლექსების შემადგენლობისა და შინაარსის შესახებ.
ბ) დაწესებულების არქივში მიმოხილვის სახეობებია ფონდის მიმოხილვა და თემატური მიმოხილვა.
გ) ფონდის მიმოხილვის აღწერილობის ობიექტია ერთი ფონდის დოკუმენტი (დოკუმენტების ჯგუფი, დოკუმენტის ნაწილი), შესანახი ერთეული, სააღრიცხვო ერთეული. თემატური მიმოხილვის აღწერილობის ობიექტია არქივის დოკუმენტების მიხედვით ერთი ფონდის (ფონდის ნაწილის, ფონდების ჯგუფის) დოკუმენტი (დოკუმენტების ჯგუფი, დოკუმენტის ნაწილი), შესანახი ერთეული, სააღრიცხვო ერთეული განსაზღვრული თემის მიხედვით.
2. ფონდის მიმოხილვა მოიცავს სისტემატიზებულ ცნობებს ერთი ფონდის დოკუმენტების შემადგენლობისა და შინაარსის შესახებ.
3. თემატური მიმოხილვა მოიცავს სისტემატიზებულ ცნობებს არქივის ერთი ფონდის ან ფონდების ჯგუფის დოკუმენტების ნაწილის შემადგენლობისა და შინაარსის შესახებ განსაზღვრული თემის მიხედვით.
4. ა) მიმოხილვა შედგება შესანახი ერთეულების, სააღრიცხვო ერთეულების, დოკუმენტებისა და საცნობარო აპარატის ცალკეული ჯგუფების ანოტაციების ერთობლიობისაგან.
ბ) ანოტაციაში გადმოცემულია შესანახი ერთეულების, სააღრიცხვო ერთეულების, დოკუმენტების ჯგუფების შინაარსი, მიეთითება დოკუმენტების ძირითადი ნაირსახეობები, მათი ავტორები, ქრონოლოგიური ჩარჩოები, ნამდვილობა, საძებნი მონაცემები. ფონდის მიმოხილვაში საძებნი მონაცემები შედგება ანაწერების, შესანახი ერთეულების, სააღრიცხვო ერთეულების, შესანახი ერთეულის ფურცლების ნომრებისაგან; ფონდთაშორისი თემატური ფონდის საძებნ მონაცემებს დაემატება ფონდების ნომრები. მიმოხილვის საცნობარო აპარატში შედის სატიტულო ფურცელი, სარჩევი, წინასიტყვაობა, შემოკლებათა სია, საძიებლები. თემატური მიმოხილვისთვის უნდა შედგეს იმ ფონდების სია, რომელთა შესახებ ინფორმაცია გადმოცემულია მიმოხილვაში, და ბიბლიოგრაფია თემის მიხედვით.
გ) მიმოხილვის წინასიტყვაობაში გადმოცემულია ცნობები ფონდშემქმნელისა და ფონდის ისტორიის, მიმოხილვის სტრუქტურის, საცნობარო აპარატის შემადგენლობის შესახებ.
5. ა) მიმოხილვის აგების საფუძველი შეიძლება იყოს სტრუქტურული, დარგობრივი (ფუნქციური), საგნობრივ-თემატური, გეოგრაფიული, ქრონოლოგიური და სხვა ნიშნები.
ბ) პირადი წარმოშობის ფონდის მიმოხილვისათვის გამოიყენება ფონდის დოკუმენტების სისტემატიზაციის სქემა