1. ა) სპეციალისტების (მოსარგებლეების) მუშაობისათვის პირობების შექმნის მიზნით უშუალოდ არქივში იქმნება სამკითხველო დარბაზი (გასინჯვის დარბაზი, საკომპიუტერო დარბაზი, ფონოდოკუმენტების მოსმენის სათავსი და სხვა), რომელიც მოწყობილი უნდა იყოს შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით მიკროპირებზე, ელექტრონული, აუდიოვიზუალური და სხვა დოკუმენტებზე მუშაობისათვის.
ბ) სამკითხველო დარბაზის მუშაობის განაწესს ადგენს არქივის ხელმძღვანელი.
გ) არქივში სამკითხველო დარბაზის სპეციალურად გამოყოფილი სათავსის არარსებობისას მოსარგებლეების მუშაობა დოკუმენტებზე წარმოებს უშუალოდ არქივის სამუშაო ოთახში, რისთვისაც ხორციელდება შესაბამისი სამუშაო ადგილის მოწყობა.
2. ა) არქივის სამკითხველო დარბაზში შეიძლება იმუშაონ როგორც დაწესებულების თანამშრომლებმა, ასევე სამეცნიერო და სხვა დაწესებულებათა მკვლევარებმა ან კერძო პირებმა.
ბ) მოსარგებლეები სამკითხველო დარბაზში დაიშვებიან პირადი განცხადებით; მოსარგებლეები, რომლებიც ახორციელებენ სამეცნიერო სამუშაოს სამეცნიერო დაწესებულების გეგმის შესაბამისად ან ასრულებენ სამსახურებრივ დავალებას, წარმოადგენენ მათი გამომგზავნი დაწესებულების წერილს; დაწესებულების თანამშრომლები სამკითხველო დარბაზში დაიშვებიან სამსახურებრივი მოწმობის წარმოდგენისას.
გ) პირად განცხადებაში ან წერილში მიეთითება მოსარგებლის სახელი და გვარი, თანამდებობა, სამეცნიერო წოდება, სამეცნიერო ხარისხი, კვლევის თემა და ქრონოლოგიური ჩარჩოები.
დ) სამკითხველო დარბაზში მუშაობის ნებართვას იძლევა არქივის გამგე მოსარგებლისთვის საჭირო ვადით, მაგრამ, როგორც წესი, 1 წლით გაფორმების დღიდან. გაგრძელების საჭიროების შემთხვევაში ვადა თანხმდება არქივის გამგესთან ან სამკითხველო დარბაზის თანამშრომელთან.
3. ა) დაწესებულების არქივი წარუდგენს იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს სამკითხველო დარბაზში გამოსაყენებლად, მათ შორის, პირების, ამონაწერების მოსამზადებლად, იმ ღია დოკუმენტებს, რომლებიც აღრიცხულია და გაიარეს სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავება, აქვთ ცნობარები და სხვა საძებნი საშუალებები.
ბ) დოკუმენტების გაცემაზე უარის თქმა ან ვადის გადადება დაიშვება შემდეგ შემთხვევებში:
– დოკუმენტების ცუდი ფიზიკური მდგომარეობის;
– საქართველოს კანონმდებლობით ან ფონდშემქმნელის მიერ დოკუმენტების შენახვისათვის გადაცემის დროს გამოსაყენებლად დადგენილი შეზღუდვების;
– არქივის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი დავალებების შესასრულებლად დოკუმენტების სარგებლობის;
– დროებით სარგებლობისათვის ან სხვა მოსარგებლისთვის სამკითხველო დარბაზში დოკუმენტების გაცემის შემთხვევებში.
გ) არქივის უარი დოკუმენტების გაცემაზე ფორმდება წერილობით, რომელიც უნდა შეიცავდეს უარის მიზეზებს, შეზღუდვების მოქმედების ვადას, შეზღუდვების იურიდიულ საფუძველს, აგრეთვე უარის გასაჩივრების წესს.
4. არქივის სამკითხველო დარბაზში თითოეულ მოსარგებელზე, დაწესებულების მუშაკთა გარდა, შემოიღება ბარათი (დანართი №43).
5. საცავიდან საქმეები გაიცემა შეკვეთის შევსებული ბლანკის (დანართი №17) საფუძველზე და აღირიცხება საცავიდან საქმეთა გაცემის დავთარში (დანართი №19).
6. საცავიდან სამკითხველო დარბაზში თითოეულ გაცემულ საქმეს უნდა ჰქონდეს საქმის გამოყენების ფურცელი (დანართი №20)
დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ · რედაქცია 15.06.2007
მუხლი 63. არქივის სამკითხველო დარბაზის მუშაობა
თავი IX — არქივის დოკუმენტების გამოყენება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 24. სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივის სამმართველო
- მუხლი 22. არქივის სამსახური
- მუხლი 25. სამოქალაქო აქტების რეგიონული არქივის სამმართველო
- მუხლი 28. 1. გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების მასალები დადგენილი წესით აღირიცხება და ინახება გენერალურ ინსპექციაში. აღნიშნული მასალების შენახვა და სახელმწიფო არქივისათვის გადაცემა
- მუხლი 13. საერთო სასამართლოების არქივი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 57. საძიებლები
- მუხლი 58. მიმოხილვები
- მუხლი 59. ისტორიული ცნობა
- მუხლი 60. არქივის ავტომატიზებული სამეცნიერო-საცნობარო აპარატი
- მუხლი 61. არქივის დოკუმენტების გამოყენების ცნება
- მუხლი 62. მოქალაქეთა და დაწესებულებათა სოციალურ-სამართლებრივი ხასიათის შეკითხვების შესრულება
- მუხლი 64. დოკუმენტების გაცემა დროებითი სარგებლობისათვის
- მუხლი 65. არქივის დოკუმენტების გამოყენება საინფორმაციო ღონისძიებათა მომზადებისას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და საპუბლიკაციო საქმიანობაში
- მუხლი 66. არქივის საქმეებისა და დოკუმენტების გამოყენების აღრიცხვა
- მუხლი 67. დაწესებულებებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროებითი შენახვის ზღვრული ვადები
- მუხლი 68. არქივის დოკუმენტების მუდმივ შესანახად გადაცემის წესი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“, მუხლი 63, №174, 15.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.010.463 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/71008/muxli-63/