1. ა) არქივი აწყობს დოკუმენტების გამოყენებას საინფორმაციო ღონისძიებების, გამოფენების მომზადებისას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, აგრეთვე აწყობს მათ პუბლიკაციას.
ბ) სამუშაო ტარდება როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა დაწესებულებებთან ან საარქივო დაწესებულებასთან ერთად. გამოფენებზე გამოიყენება დოკუმენტების დედნები ან პირები, მზადდება ალბომები, პლაკატები, დიაგრამები.
2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ერთად არქივი განსაზღვრავს მასალების თემატიკას, მოცულობას და მომზადების ვადებს; თემატიკას და ვადებს ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მომზადებული სტატიებისა და სხვა მასალების ეგზემპლარებში, რომლებიც არქივში რჩება, მიეთითება გამოყენებული დოკუმენტების საძებნი მონაცემები, აგრეთვე პუბლიკაციის თარიღი და ადგილი.
3. დაწესებულების არქივს შეუძლია დამოუკიდებლად ან სხვა დაწესებულებებთან ერთად ჩაატაროს სამუშაო დოკუმენტური პუბლიკაციების მოსამზადებლად. ამ სამუშაოს ყველაზე გავრცელებული ფორმაა დოკუმენტების საჟურნალო და საგაზეთო პუბლიკაციების მომზადება. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოიცეს დოკუმენტთა კრებულები. დოკუმენტური პუბლიკაციების მომზადების დროს საჭიროა საარქივო დაწესებულებების მუშაობის შესაბამისი წესებით ხელმძღვანელობა