1. ა) არქივი ატარებს სტრუქტურული ქვედანაყოფების დოკუმენტების შენახვის მდგომარეობისა და საქმისწარმოებაში მათი ორგანიზაციის შემოწმებას წელიწადში ერთხელ მაინც და, როგორც წესი, არქივში საქმეთა გადაცემის წინ. შემოწმებების ორგანიზაცია შემადგენლობითი ნაწილით უნდა შედიოდეს არქივის წლიურ სამუშაო გეგმაში. დოკუმენტების მდგომარეობისა და მათზე მუშაობის კონტროლის ხარისხობრივი ანალიზის განხორციელების მიზნით არქივის მიერ წარმოებს დაწესებულებასთან მუშაობის სააღრიცხვო ბარათი (დანართი №47).
ბ) დაწესებულების თუ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებს წინასწარ აცნობებენ შემოწმების ჩატარების შესახებ.
გ) თითოეული შემოწმების შედეგების მიხედვით დგება ცნობა ან მოხსენებითი ბარათი დაწესებულების ხელმძღვანელის სახელზე, რომელშიც აისახება არსებული მდგომარეობა და ზომები ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად და მუშაობის გასაუმჯობესებლად.
დ) შემოწმების შედეგები უნდა გააცნონ უშუალო შემსრულებლებსა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს.
2. საქართველოსა და ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების ცენტრალური არქივები, ცენტრალური დარგობრივი არქივები მათი დებულებების შესაბამისად ახორციელებს საქვეუწყებო დაწესებულებების არქივების მდგომარეობისა და საქმისწარმოებაში დოკუმენტების ორგანიზაციის კონტროლს
დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ · რედაქცია 15.06.2007
მუხლი 71. სტრუქტურული ქვედანაყოფების დოკუმენტების შენახვის მდგომარეობისა და საქმისწარმოებაში მათი ორგანიზაციის კონტროლი
თავი XI — არქივის მუშაობის ორგანიზაცია
მეზობელი მუხლები
- მუხლი 65. არქივის დოკუმენტების გამოყენება საინფორმაციო ღონისძიებათა მომზადებისას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და საპუბლიკაციო საქმიანობაში
- მუხლი 66. არქივის საქმეებისა და დოკუმენტების გამოყენების აღრიცხვა
- მუხლი 67. დაწესებულებებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროებითი შენახვის ზღვრული ვადები
- მუხლი 68. არქივის დოკუმენტების მუდმივ შესანახად გადაცემის წესი
- მუხლი 69. დაწესებულების არქივის შექმნა
- მუხლი 70. არქივის მუშაობის დაგეგმვა და ანგარიშგება
- მუხლი 72. დოკუმენტების მიღება-გადაცემა არქივის ხელმძღვანელის შეცვლის დროს
- მუხლი 73. დოკუმენტების მიღება-გადაცემის წესი დაწესებულების რეორგანიზაციის დროს
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“, მუხლი 71, №174, 15.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.010.463 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/71008/muxli-71/