1. დეპარტამენტის მიზანია ინფორმაციული ტექნოლოგიების საშუალებით სააგენტოს პროდუქტებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, პროცესების ავტომატიზაცია, სააგენტოს ამოცანების განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განვითარება, სააგენტოს საქმიანობის სტატისტიკის წარმოება, აგრეთვე, სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ერთად, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა და დანერგვა.
2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით სააგენტოს საქმიანობის პროცესის ავტომატიზაცია;
ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარება და ადმინისტრირება;
გ) სააგენტოში დაცული ელექტრონული მონაცემების შენახვა და ადმინისტრირება;
დ) გეოგრაფიული მონაცემების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული სერვისების მეშვეობით გაცემა;
ე) გეოგრაფიულ მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება;
ვ) გეოგრაფიული მონაცემების შესახებ ინფორმაციის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, დანერგვა და ადმინისტრირება;
ზ) სტატისტიკის წარმოება, კოორდინაცია და მონიტორინგი; სააგენტოსთვის საჭირო სტატისტიკური ანგარიშების მომზადება;
თ) კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, პროგრამული ხარვეზების/ინციდენტების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეაგირება;
ი) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
კ) შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული თუ ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტალის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენ