1. ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სამსახურის მიზანია სააგენტოს კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელის გამართული ფუნქციონირება.
2. სამსახურის ძირითადი ამოცანაა სააგენტოს კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელის ფუნქციონირების ტექნიკური მხარდაჭერა.
3. სამსახურის ფუნქციებია:
ა) შიდა ქსელისა და კომპიუტერული ტექნიკის ფუნქციონირების მონიტორინგი, ხარვეზების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
ბ) შიდა ქსელის გამართვა და კომპიუტერული ტექნიკის ოპტიმიზაციის ღონისძიებებში მონაწილეობა;
გ) თანამშრომლებისათვის კომპიუტერული ტექნიკის ექსპლუატაციის წესების გაცნობა;
დ) საკუთარი ამოცანების შესასრულებლად საქმიანობაში არსებული პრობლემებისა და შესაძლებლობების შესახებ ხელმძღვანელობისა და პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფების/სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება;
ე) ინციდენტების დაფიქსირებისა და რეაგირების ეფექტური სისტემის შექმნა და მართვა, დაფიქსირებული ინციდენტების მოგვარების ორგანიზება და მონიტორინგ