1. მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურის მიზანია სააგენტოს მონაცემთა ბაზებში დაცული ინფორმაციის სიზუსტე.

2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) საგენტოს მონაცემთა ბაზებში არაზუსტი ინფორმაციის ასახვის შემთხვევების თავიდან აცილება;

ბ) საგენტოს მონაცემთა ბაზებში არაზუსტი ინფორმაციის აღმოჩენა და შესწორების ორგანიზება.

3. სამსახურის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს მონაცემთა ბაზებში არაზუსტი ინფორმაციის ასახვის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ზოგადი მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება, განვითარება და თანამშრომელთა ინფორმირება;

ბ) სააგენტოს მონაცემთა ბაზებში მონაცემების სიზუსტის შემოწმებისთვის არხების შექმნა და განვითარება;

გ) სააგენტოს მონაცემთა ბაზებში მონაცემების მუდმივი კონტროლი;

დ) სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღმოჩენილი უზუსტობების აღრიცხვა, ანალიზი, შესწორება ან/და რეაგირებისთვის საჭირო სხვა სამუშაოების ორგანიზება;

ე) მოთხოვნის შესაბამისად, სააგენტოს საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების დამუშავება;

ვ) საკუთარი ამოცანების შესასრულებლად საქმიანობაში არსებული პრობლემებისა და შესაძლებლობების შესახებ ხელმძღვანელობისა და პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფების/სტრუქტურული ერთეულების ინფორმირებ