1. გარე მომხმარებლებთან ურთიერთობების მართვის სამსახურის მიზანია, კომპეტენციის ფარგლებში, გარე მომხმარებლების მოზიდვა, სააგენტოს საინფორმაციო რესურსების განვითარება, სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურებების მომხმარებელი იურიდიული პირების მხარდაჭერა და მათთან ურთიერთობის განვითარება.
2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) სააგენტოს საინფორმაციო რესურსების გამოყენების მიზნით გარე მომხმარებლების მომზადება და მათი მხარდაჭერა;
ბ) გარე მომხმარებლების მიერ სააგენტოს საინფორმაციო რესურსების გამოყენების მონიტორინგი;
გ) „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური სანდო და სანდო მომსახურების მიწოდება.
3. სამსახურის ფუნქციებია:
ა) გარე მომხმარებლებთან მუშაობის მეთოდოლოგიების დამუშავება და განვითარება;
ბ) საინფორმაციო რესურსების გამოყენების განვითარების შესაძლებლობების ძიება და დამუშავება;
გ) საინფორმაციო რესურსების გამოყენების მიზნით გარე მომხმარებლების მომზადების ორგანიზება;
დ) გარე მომხმარებლების მიერ სააგენტოს საინფორმაციო რესურსების გამოყენებისთვის საჭირო სამუშაოების განსაზღვრა;
ე) გარე მომხმარებელების მიერ სააგენტოს საინფორმაციო რესურსის გამოყენების მონიტორინგი, მხარდაჭერა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
ვ) იურიდიული პირებისათვის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების გაწევის მიზნით, განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადებ