1. ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) მიზანია სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა/სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი, აგრეთვე ადამიანური, ფინანსური და მატერიალური რესურსებით მხარდაჭერა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოს საქმიანობისთვის რესურსების საჭიროების პროგნოზირება და დაგეგმვა;

ბ) სააგენტოს მიმდინარე საქმიანობაში წამოჭრილი მოთხოვნების სწრაფი და ეფექტური დაკმაყოფილება;

გ) სააგენტოს ინფრასტრუქტურის გამართული საექსპლუატაციო მდგომარეობის უზრუნველყოფა;

დ) სააგენტოს საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა;

ე) საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორებთან ურთიერთობა და მათთან თანამშრომლობით ფინანსური რესურსის მოძიება;

ვ) დონორების დაფინანსებით მიმდინარე პროექტების შესახებ ანგარიშების მომზადება და მათი დონორებისათვის წარდგენა, აგრეთვე დასრულებული პროექტების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშის და საჭირო დოკუმენტაციის დონორისთვის, სააგენტოს ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის/სტრუქტურული ერთეულისთვის წარდგენა;

ზ) სააგენტოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

თ) სააგენტოს თანამშრომლების კვალიფიკაციისა და მოტივაციის მაღალი დონის უზრუნველყოფა.

3. ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;

ბ) საქმისწარმოებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური;

გ) ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამსახური;

დ) შესყიდვების სამსახური;

ე) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური;

ვ) საბუღალტრო აღრიცხვის სამსახური.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას უზრუნველყოფენ, შესაბამისად, პროტოკოლური მომსახურების მენეჯერი და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის მენეჯერ