1. სისტემური ანალიტიკისა და პროგრამული მხარდაჭერის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ცენტრის მიერ განსახორციელებელი პროექტების და ტექნიკური ამოცანების შესრულებაში მონაწილეობა, ანალიტიკის განხორციელების მიზნით;
ბ) შემოსავლების სამსახურის შესაბამის ჩართულ/დაინტერესებულ დეპარტამენტებთან ერთად პროცესების შესწავლა და ანალიზი;
გ) ახალი პროდუქტების და სერვისების პროექტირება;
დ) ანალიზის შედეგად ამოცანის შესაბამისი ტექნიკური დავალების მომზადება და მისი შესრულების პროცესის ადმინისტრირება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების განვითარების, მართვის და მომსახურების სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) პროგრამული ინციდენტების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, ანალიზი და სათანადო რეაგირების /დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
ზ) პროგრამის მომხმარებლებისთვის დეტალური მანუალების (მომხმარებლის სახელმძღვანელოების) მომზადება, პროგრამის ფუნქციონალთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა და საჭიროების შემთხვევაში ახალ პროგრამულ პროდუქტებზე მომხმარებლებისთვის ტრენინგების ჩატარება.
11. პროექტების მართვისა და განვითარების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ცენტრის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება, სამოქმედო გეგმებში ცვლილებების შეტანის უზრუნველყოფა და შესრულების კონტროლი;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების განვითარების, მართვის და მომსახურების სტანდარტების შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
გ) შემოსავლების სამსახურის შესაბამის ჩართულ/დაინტერესებულ დეპარტამენტებთან, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან/დონორებთან ერთად პროექტების დაგეგმვასა და მართვაში მონაწილეობა;
დ) პროექტების მართვისთვის საჭირო პროგრამულ უზრუნველყოფაში პროექტების აღრიცხვა, მართვა, საჭიროებისამებრ ცვლილების ინიცირება და მონიტორინგი;
ე) პროექტების ინიცირება, დაგეგმვა და მართვა (კოორდინაცია), პროექტების განხორციელებისათვის საჭირო რესურსების (ადამიანური, ტექნიკური) დაგეგმვა, განაწილება და უზრუნველყოფა, პროექტების მართვასთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული ღონისძიებების განხორციელება;
ვ) ცენტრის პროექტების შემუშავება, მართვა, არსებულ და ახალ პროექტებზე წინადადებების შემუშავება და მათი განვითარებისათვის საჭირო ცვლილებების დაგეგმვა და ინიცირება;
ზ) ცენტრის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება;
თ) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესპროცესების მოდელირების, ოპტიმიზაციის, დოკუმენტირების, სტანდარტიზაციისა და სისტემატური განახლების უზრუნველყოფა;
ი) პროექტების მართვისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრირება და შესაბამისი წესების შემუშავებისა და დანერგვის უზრუნველყოფა;
კ) თანამშრომელთა გადამზადების და განვითარებისთვის შესაბამისი წინადადებების შეგროვება და ინიცირება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და სტანდარტების გაცნობა და მათ დასანერგად წინადადებების შემუშავება.
2. (ამოღებულია - 27.05.2014, №27265);
3. პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) მონაცემთა ბაზის არქიტექტურის და დიზაინის შემუშავება;
ბ) პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიების და ცვლილებების აღრიცხვა;
გ) ტექნიკური დოკუმენტის შესაბამისად ახალი მოდულების შექმნა ან არსებულ სისტემებში ცვლილებების შეტანა;
დ) პროგრამულ ინციდენტებზე რეაგირება და გაუმართაობის აღმოფხვრა;
ე) შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული დავალების საფუძველზე შემოსავლების სამსახურისთვის სპეციალიზებული საინფორმაციო სისტემების შექმნა;
ვ) პროგრამული კოდის შექმნის სტანდარტის შემუშავება;
ზ) საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სწავლების ინიცირება;
თ) ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობა და საჭიროების შემთხვევაში მათი დანერგვა.
4. ტექნიკური მხარდაჭერის და მომსახურების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მოქმედი ოპერაციული სისტემებითა და კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;
ბ) მომხმარებლებისათვის სათანადო კონსულტაციების გაწევა, არსებული პროგრამული და ოპერაციული სისტემების შესახებ;
გ) პროგრამული და ოპერაციული სისტემების საოპერაციო გარემოში გასაშვებად მომზადება და გაშვების უზრუნველყოფა;
დ) შემოსავლების სამსახურში საინფორმაციო სისტემების ტექნიკური მხარდაჭერის კოორდინაცია;
ე) ახალი და არსებული ავტომატიზებული სამუშაო ადგილების ტექნიკურად გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ვ) სისტემაში რეგისტრირებულ მოთხოვნებზე და ინციდენტებზე ოპერატიული რეაგირება მათი აღმოფხვრის მიზნით, წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება;
ზ) რეგისტრირებული ინციდენტების ინფორმაციაზე დაყრდნობით, წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიცირება და აღრიცხვა. მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება. საჭიროების შემთხვევაში, პრობლემების გადაჭრაზე მოთხოვნის გადაცემა სხვა პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულისთვის;
თ)
ფინანსური დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მოთხოვნილი და მოწოდებული კომპიუტერული და სხვა დამხმარე ტექნიკის და სათადარიგო ნაწილების ტექნიკური მახასიათებლების შედარება და შედეგების დადასტურება;
ი) კომპიუტერული და სხვა დამხმარე ტექნიკის დაზიანებული ნაწილების დიაგნოსტიკა და ფინანსური დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დეფექტური აქტის დადასტურება;
კ) მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში თანამშრომელთა დაშვების და გაუქმების ტექნიკური უზრუნველყოფა (საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების გარდა);
ლ
) შემოსავლების სამსახურში არსებულ დომეინ სისტემაში მომხმარებლების შექმნა, მათთვის შესაბამისი უფლებების მინიჭება და მართვა;
მ) შემოსავლების სამსახურის სისტემაში არსებულ FTP ფაილსევრეზე მომხმარებლების წვდომის უზრუნველყოფა შესაბამისი უფლებების დაცვით;
ნ) არსებული კომპიუტერული ქსელის მომსახურება და ლოკალურ დონეზე პრობლემების აღმოფხვრა.
ო) შემოსავლების სამსახურის სისტემაში კომპიუტერული ვირუსების აღმოჩენის შემთხვევაში სსიპ – შემოსავლების სამსახურის „ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების მართვის პროცედურის“ შესაბამისად მოქმედება და სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის/ოფიცრის ინფორმირება;
პ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მუშაობის უწყვეტობის უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ჟ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უწყვეტი მონიტორინგი და ინციდენტების წინასწარ გამორიცხვის მიზნით შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფა;
რ) შემოსავლების სამსახურისთვის შესასყიდი კომპიუტერული, ქსელური და სხვა დამხმარე მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლების ფინანსური დეპარტამენტისთვის მიწოდება.
41.
(ამოღებულია - 12.06.2014, №29912).
5. ვებრესურსების მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ვებ და ანდროიდ აპლიკაციების არქიტექტურის შემუშავება და დიზაინის განსაზღვრა;
ბ) ტექნიკური დოკუმენტის შესაბამისად ერთიანი საჯარო და შიდა კორპორატიული პორტალის მომსახურება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაცემთა ბაზების არქიტექტურის და დიზაინის შემუშავება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, პროგრამული კოდის შექმნის სტანდარტის შემუშავება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობა და საჭიროების შემთხვევაში მათი დანერგვა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, პროგრამულ ინციდენტებზე რეაგირება და გაუმართაობის აღმოფხვრა.
6. ვებ სერვისების მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, მონაცემთა ბაზების არქიტექტურის და დიზაინის შემუშავება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობა და საჭიროების შემთხვევაში მათი დანერგვა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, პროგრამულ ინციდენტებზე რეაგირება და გაუმართაობის აღმოფხვრა;
დ) ტექნიკური დოკუმენტის შესაბამისად ვებსერვისების, API-ის შემუშავება;
ე) ვებსერვისების და API-ის არქიტექტურის განსაზღვრა;
ვ) პროგრამული კოდის შექმნის სტანდარტის შემუშავება (.NET ტექნოლოგიაში);
ზ) სხვა ორგანიზაციების ვებ სერვისების ინტეგრირება შემოსავლების სამსახურის სისტემაში.
7. საინფორმაციო სისტემების ხარისხის კონტროლის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ცენტრის მიერ შექმნილი საინფორმაციო სისტემების ხარისხის კონტროლი, ტესტირების სცენარების შექმნა და დოკუმენტირება;
ბ) ცენტრის მიერ შექმნილი საინფორმაციო სისტემების სასიცოცხლო ციკლის პროცესის მხარდაჭერა, ხარისხის კონტროლის მონიტორინგი;
გ) ხარისხიანი საინფორმაციო სისტემების მისაღებად ტესტირების გეგმის შემუშავება და შეთანხმება ცენტრის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან;
დ) ხარისხის კონტროლის დამატებითი მექანიზმების შემუშავება (სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა, შესაბამისი სწავლების და ტრენინგის ინიცირება);
ე) საინფორმაციო სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება სატესტო გარემოში, ხარვეზების ანგარიშის მომზადება.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 11 ივნისის ბრძანება №25868 - ვებგვერდი, 14.06.2013წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 27 მაისის ბრძანება №27265 - ვებგვერდი, 29.05.2014წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 12 ივნისის ბრძანება №29912 - ვებგვერდი, 18.06.2014წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 16 მარტის ბრძანება №6701 - ვებგვერდი, 16.03.2016წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანება №12070 - ვებგვერდი, 06.05.2016წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №31599 - ვებგვერდი, 17.11.2016წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №30470 - ვებგვერდი, 10.09.2019წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №24293 - ვებგვერდი, 21.08.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 25 იანვრის ბრძანება №1086 - ვებგვერდი, 26.01.2024წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №25075 - ვებგვერდი, 04.12.2024წ.
დანართი №5
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 16 მარტის ბრძანება №6701 - ვებგვერდი, 16.03.2016წ.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის დებულე