1. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) სამსახურის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების წლიური გეგმისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში სამსახურის ბიუჯეტის პროექტების შედგენას და ფინანსთა სამინისტროში წარდგენას;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისთვის გათვალისწინებული ასიგნებების, ასევე სამსახურის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში დამტკიცებული/დაზუსტებული ბიუჯეტის განწერის მომზადებას და ფინანსთა სამინისტროში წარდგენას;

გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისთვის გათვალისწინებული ასიგნებების, ასევე სამსახურის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში დამტკიცებულ ბიუჯეტში გეგმის ცვლილებების პროექტების მომზადებას და ფინანსთა სამინისტროში წარდგენას;

დ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მომზადების მიზნით, სამსახურის კომპეტენციას განკუთვნილი საკითხების/ინფორმაციის მომზადების ორგანიზებას და ფინანსთა სამინისტროში წარდგენას;

ე) სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, გამოყოფილი სახსრების მართვას;

ე1) კომპეტენციის ფარგლებში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა წარმართვას;

ვ) სამსახურის ხარჯთანუსხის შესრულების პერიოდული ანგარიშების მომზადებას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენას;

ზ) სამსახურის საბუღალტრო საქმიანობის წარმართვას;

ზ1) ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის ინტერნეტაუქციონის გზით რეალიზაციას. აღნიშნული საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებით დღგ-ს შესახებ ინფორმაციის საგადასახდო ორგანოში წარდგენას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველყოფას. მალფუჭებადი საქონლის მყიდველისათვის საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატის გადაცემას. ასევე, ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებით დარიცხული დღგ-ის თანხის საქონლის მესაკუთრის სახელით ბიუჯეტში გადახდა;

თ) კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშგების მომზადებას;

ი) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებას;

კ) სამსახუ
რში ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღებას, განაწილებას, კონტროლს;

ლ) სამსახურის სისტემის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას და სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის ორგანიზებას;

მ) სამსახურში საარქივო საქმიანობის წარმართვას;

მ1) სამსახურში საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი;

მ2) სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ კორესპონდენციასთან დაკავშირებული საქმისწარმოების განხორციელება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ ქონების განკარგვისა და მოვლა-პატრონობის საკითხებს;

ო) სამსახურის მიერ განსახორციელებელი კაპიტალური პროექტების ბიუჯეტების მომზადებას, საჭიროებათა ანალიზს და ფინანსურ დასაბუთებას, ასევე კაპიტალური და მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების დაგეგმვას, ორგანიზებას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვას;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემას;

რ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას;

ს) სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულებას.

2. (ამოღებულია - 09.03.2018, №5091).

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №67747- ვებგვერდი, 26.12.2013წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 6 მარტის ბრძანება №13119 - ვებგვერდი, 14.07.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 16 მარტის ბრძანება №6701 - ვებგვერდი, 16.03.2016წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №24933 - ვებგვერდი, 29.09.2017წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 9 მარტის ბრძანება №5091 - ვებგვერდი, 14.03.2018წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №35162 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №30203 - ვებგვერდი, 03.09.2019წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №28304 - ვებგვერდი, 24.09.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 9 თებერვლის ბრძანება №2506 - ვებგვერდი, 17.02.2021