1. საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების წლიური გეგმისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში სამსახურის ბიუჯეტის პროექტების შედგენა და ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისთვის გათვალისწინებული ასიგნებების, ასევე სამსახურის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში დამტკიცებული/დაზუსტებული ბიუჯეტის განწერის მომზადება და ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;
გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისთვის გათვალისწინებული ასიგნებების, ასევე სამსახურის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში დამტკიცებულ ბიუჯეტში გეგმის ცვლილებების პროექტების მომზადება და ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;
) ხილვასფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი,დ) საბიუჯეტო წლის განმავლობაში თავისუფალი ნაშთის განსაზღვრა;
ე) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მომზადების მიზნით, სამსახურის კომპეტენციას განკუთვნილი საკითხების/ინფორმაციის მომზადების ორგანიზება და ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;
ვ) სამსახურის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში შემოსულობებისა და გადასახდელების, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფაქტობრივი შესრულების ფინანსური ანალიზის, ასევე ბიუჯეტის შესრულების შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება და წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ვ1) ფიზიკური პირებისათვის და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის შემოსავლების სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის უზრუნველყოფა (შესაბამისი ნებართვების აღების უზრუნველყოფა; ელექტრონული აუქციონის განაცხადის შედგენა; ელექტრონული აუქციონის შესაბამის ვებგვერდზე ატვირთვა და სხვა);
ვ2) ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის ინტერნეტაუქციონის გზით რეალიზაცია. ამ მიზნით, შესაბამისი განცხადების/მონაცემების განთავსება ვებგვერდზე ,,www.eauction.ge“. გამოცხადებული ინტერნეტაუქციონის დასრულების პროცესის მონიტორინგი და აღნიშნულის შესახებ ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს ინფორმირება/შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;
ზ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსული კორესპონდენციის განხილვა.
2. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, გამოყოფილი სახსრების მართვა;
ბ) სამსახურის ხარჯთანუსხის შესრულების პერიოდული ანგარიშების მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;
გ) სამსახურის სისტემის ფინანსური და მატერიალური აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
დ) საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა კანონმდებლობის შესაბამისად;
დ1) ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის ინტერნეტაუქციონის გზით რეალიზაციასთან დაკავშირებით დღგ-ს შესახებ ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენა. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველყოფა. მალფუჭებადი საქონლის მყიდველისათვის საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატის გადაცემას. ასევე, ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებით დარიცხული დღგ-ის თანხის საქონლის მესაკუთრის სახელით ბიუჯეტში გადახდა;
ე) კვარტალური და
წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშგების მომზადება;
ვ) წახალისების ფორმის (პრემიის გაცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება) გამოყენებასთან დაკავშირებით სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
ზ) მომსახურეთა შრომის ანაზღაურების ორგანიზება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსული კორესპონდენციის განხილვა.
3. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის წარდგენა;
გ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, სავარაუდო ფასების განსაზღვრა, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა;
ე) შემოსავლების სამსახურის მიერ გასაცემი მატერიალური ფორმის სერტიფიკატების, სანებართვო მოწმობის ფორმების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და მკაცრი აღრიცხვის სხვა ფორმების ბეჭდვის ორგანიზება;
ვ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებისა და საჭირო შემთხვევაში, მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტის მომზადება;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ოპერატიული და სახელმწიფო შესყიდვების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენა;
თ) (ამოღებულია - 05.07.2017,№18186);
ი) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსული კორესპონდენციის განხილვა;
კ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
4. ლოჯისტიკისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურის სისტემის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ბ) საბიუჯეტო სახსრებისა და საკუთარი შემოსულობების ფარგლებში გასაწევი გადასახდელების ოპტიმალურად და მიზნობრივად განკარგვის უზრუნველსაყოფად, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების რაციონალური მართვის ორგანიზება;
გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობების (გარდა, სპეცტექნიკისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების სპეციფიკური მოთხოვნებისა) განსაზღვრა და წარდგენა შესაბამის სამმართველოებში წლიური ბიუჯეტისა და სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენის მიზნით;
დ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო (გარდა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა) ვალდებულებათა ზედამხედველობა, კონტროლი და შესრულებული სამუშაოების პირველადი ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება;
ე) (ამოღებულია - 05.07.2017, №18186);
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსული კორესპონდენციის განხილვა;
ზ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
5. ლოჯისტიკისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო, ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულის გარდა, სხვა ფუნქციებს ახორციელებს აქტივებისა და ინვენტარიზაციის მართვის, აგრეთვე, სატრანსპორტო და ტექნიკურ საშუალებათა უზრუნველყოფის განყოფილების მეშვეობით.
6. ლოჯისტიკისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს აქტივებისა და ინვენტარიზაციის მართვის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურის ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღება, განაწილება, კონტროლი;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;
გ) სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის ორგანიზება;
დ) შემოსავლების სამსახურის მიერ გასაცემი მატერიალური ფორმის სერტიფიკატების, სანებართვო მოწმობის ფორმების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და მკაცრი აღრიცხვის სხვა ფორმების შენახვა და მათი სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
7. ლოჯისტიკისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს სატრანსპორტო და ტექნიკურ საშუალებათა უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურის ავტოსატრანსპორტო და ტექნიკური საშუალებებით მომსახურება;
ბ) საქართველოში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურება;
გ) ავტომობილების და ტექნიკურ საშუალებათა აღრიცხვა და მათი ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
დ) ავტომობილების და ტექნიკურ საშუალებათა საწვავით უზრუნველყოფა, საწვავის გაცემის აღრიცხვა და კონტროლი;
ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
8. საარქივო სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საარქივო რეგულაციის ჩამოყალიბება და საარქივო პროცესის მართვა, დოკუმენტების და წერილების დაარქივების მონიტორინგი;
ბ) რეგიონულ ცენტრებში არსებული საარქივო მასალის მართვა;
გ) ორგანიზაციის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან გადასახადის გადამხდელის შესახებ დოკუმენტაციის მიღება და შენახვა/დაარქივება;
დ) დაარქივებული მასალის მიწოდების შესახებ პასუხის გაცემა;
ე) საარქივო ელექტრონული პროგრამის მართვა;
ვ) შემოსული მოთხოვნების გადამოწმება (უფლებამოსილი პირის დადგენა);
ზ) საგადასახადო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტაციასთან მუშაობის წესის დაცვა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახდის გადამხდელის, მისი წარმომადგენელისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ი) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
9. ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) კაპიტალური და მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების საორიენტაციო ბიუჯეტების მომზადება, განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია და ზედამხედველობა, მათ შორის:
ა.ა) სამსახურის კაპიტალური პროექტების ბიუჯეტების მომზადება;
ა.ბ) სამსახურის შენობა-ნაგებობებში ინტერიერის/ექსტერიერის მოწყობის პროექტების მომზადება, დეფექტური აქტების შედგენა, დიზაინის შემუშავება;
ა.გ) სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის, არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტების შედგენა ან/და მოცემული სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტექნიკური დავალების მომზადება;
ა.დ) სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება;
ა.ე) სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობის კოორდინაცია, მათი ხარისხის და ვადების კონტროლი;
ა.ვ) შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება, შემოწმება, მიღება-ჩაბარების დოკუმენტების მომზადება;
ა1) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების ექსპლოატაციისა და მოვლა-პატრონობის ღონისძიებების განხორციელება;
ბ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
10. საქმისწარმოების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) შემოსავლების სამსახურში საქმის წარმოების ორგანიზება და კონტროლი; შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, ზემდგომი ორგანოებისა და შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებათა შესრულებაზე კონტროლი, შესრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა;
ბ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და დავალებების რეგისტრაცია, მათი შესრულების ორგანიზების უზრუნველყოფა, გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციის მომზადება შემოსავლების სამსახურის უფროსისათვის;
გ) სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ კორესპონდენციასთან დაკავშირებული საქმისწარმოების განხორციელება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
11. შრომის უსაფრთხოების განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
ბ) შრომის უსაფრთხოების მიზნით პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ამ ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა;
გ) შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა სწავლება, მათთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობით დადგენილ სხვა ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა;
ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №12348-ვებგვერდი, 25.01.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №12513-ვებგვერდი, 03.02.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 12 მარტის ბრძანება №3559 - ვებგვერდი, 19.03.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 6 მარტის ბრძანება №13119 - ვებგვერდი, 14.07.2014წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 16 მარტის ბრძანება №6701 - ვებგვერდი, 16.03.2016წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 5 ივლისის ბრძანება №18186 - ვებგვერდი, 07.07.2017წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №24933 - ვებგვერდი, 29.09.2017წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №35162 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №30203 - ვებგვერდი, 03.09.2019წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №28304 - ვებგვერდი, 24.09.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 9 თებერვლის ბრძანება №2506 - ვებგვერდი, 17.02.2021წ.
დანართი №6
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №43925 - ვებგვერდი, 27.10.2014წ.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის დებულე