1. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) შემოსავლების სამსახურში შემუშავებული ან სხვა ორგანოებიდან გადმოგზავნილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;
ბ) შემოსავლების სამსახურის სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებების, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების და მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;
გ) შემოსავლების სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების ორგანიზებას;
დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლით გათვალისწინებული წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემასთან დაკავშირებით სამსახურში შემოსული დოკუმენტების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
ე) (ამოღებულია - 09.03.2018, №5091);
ვ) (ამოღებულია - 09.03.2018, №5091);
ზ) კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;
თ) (ამოღებულია - 09.03.2018, №5091);
ი) შემოსავლების სამსახურის უფროსის სათათბირო ორგანოს – სათათბირო საბჭოს ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფას;
ი1) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 28 დეკემბრის №480 ბრძანების საფუძველზე, „დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის“ (BEPS) პროექტის მე-5 სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ საკითხებზე, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილებების ფინანსთა სამინისტროში გაგზავნა;
ი
2) „ორმაგი
დაბეგვრის
თავიდან
აცილების
შესახებ
საერთაშორისო
შეთანხმებით
განსაზღვრული
ურთიერთშეთანხმების
პროცედურის
წესის
დამტკიცების
თაობაზე
“ საქართველოს
ფინანსთა
მინისტრის
2023 წლის
4 ივლისის
№258 ბრძანების
საფუძველზე
შემოსავლების
სამსახურის
კომპეტენციას
მიკუთვნებულ
საკითხებთან
დაკავშირებით
, სამსახურში
შემოსული
დოკუმენტების
განხილვისა
და
გადაწყვეტილების
მიღების
ორგანიზაციულ
უზრუნველყოფას
;
კ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფას;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვას;
მ) შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულებას.
2. (ამოღებულია - 26.07.2021, №24479).
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №10535 - ვებგვერდი, 09.07.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №23755 - ვებგვერდი, 07.11.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №27645 - ვებგვერდი, 11.12.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 22 ივლისის ბრძანება №34536 - ვებგვერდი, 28.07.2014წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 23 თებერვლის ბრძანება
№
4523 -
ვებგვერდი, 25.02.2016წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 9 მარტის ბრძანება №5091 - ვებგვერდი, 14.03.2018წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 11 მარტის ბრძანება №5578 - ვებგვერდი, 13.03.2019წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 20 ივნისის ბრძანება №20100 - ვებგვერდი, 27.06.2019წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №35963 - ვებგვერდი, 10.12.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 26 ივლისის ბრძანება №24479 - ვებგვერდი, 28.07.2021წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 8 თებერვლის ბრძანება №2364 - ვებგვერდი, 13.02.2024