1. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) შემოსავლების სამსახურში შემუშავებული ან სხვა ორგანოებიდან გადმოგზავნილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

ბ) შემოსავლების სამსახურის სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებების, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების და მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

გ) შემოსავლების სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების ორგანიზება;

დ)
სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა;

ე) შემოსავლების სამსახურის უფროსის სათათბირო ორგანოს – სათათბირო საბჭოს ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

თ)

დეპარტამენტის უფროსის/მოადგილეების სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

2.
წინასწარი გადაწყვეტილებების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლით გათვალისწინებული წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემასთან დაკავშირებით სამსახურში შემოსული დოკუმენტების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ) წინასწარი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;

გ) შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფისათვის;

დ) შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილებების განზოგადებისა და საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომის დანერგვის მიზნით, შემოსავლების სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ინსტრუქციების, პროცედურული სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებების, სიტუაციური სახელმძღვანელოების შემუშავებისათვის წინადადებების მომზადება;

ე) შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის საჯარო გადაწყვეტილების გამოცემის თაობაზე წინადადებების მომზადება;

ვ) კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ვ1) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 28 დეკემბრის №480 ბრძანების საფუძველზე, „დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის“ (BEPS) პროექტის მე-5 სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ საკითხებზე, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილებების ფინანსთა სამინისტროში გაგზავნა;

ვ
2) „ორმაგი
დაბეგვრის
თავიდან
აცილების
შესახებ
საერთაშორისო
შეთანხმებით
განსაზღვრული
ურთიერთშეთანხმების
პროცედურის
წესის
დამტკიცების
თაობაზე
“ საქართველოს
ფინანსთა
მინისტრის
2023 წლის
4 ივლისის
№258 ბრძანების
საფუძველზე
შემოსავლების
სამსახურის
კომპეტენციას
მიკუთვნებულ
საკითხებთან
დაკავშირებით
, სამსახურში
შემოსული
დოკუმენტების
განხილვა
, გადაწყვეტილების
მიღების
ორგანიზაციული
უზრუნველყოფა
და
შესაბამისი
გადაწყვეტილების
პროექტის
მომზადება
;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

თ)
დეპარტამენტის უფროსის/მოადგილეების სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №25213 - ვებგვერდი, 17.07.2015წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 23 თებერვლის ბრძანება №4523 - ვებგვერდი, 25.02.2016წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 9 მარტის ბრძანება №5091 - ვებგვერდი, 14.03.2018წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 11 მარტის ბრძანება №5578 - ვებგვერდი, 13.03.2019წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 20 ივნისის ბრძანება №20100 - ვებგვერდი, 27.06.2019წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №35963 - ვებგვერდი, 10.12.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 8 თებერვლის ბრძანება №2364 - ვებგვერდი, 13.02.2024წ.

დანართი
№7

საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
–
შემოსავლების
სამსახურის დავების
დეპარტამენტის დებულე