1. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) სამსახურის წარმომადგენლობას სასამართლოსა და სხვა სახის დავებში;
ბ) სამსახურში შემოსული საჩივრის განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას;
გ) საჩივრის განხილვის შედეგებზე შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას;
გ1)
ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავების განმხილველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადასახადის გადამხდელებისათვის ჩაბარების და ამ გადაწყვეტილებების თაობაზე მონაცემთა ბაზების მართვის სისტემაში „Oracle“-ში ასახვის მონიტორინგი;
გ2) სასამართლოდან შემოსული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების მონაცემთა ბაზების მართვის სისტემაში „Oracle“-ში ასახვის მონიტორინგი;
დ) (ამოღებულია - 07.11.2016, №30685);
ე) (ამოღებულია - 07.11.2016, №30685);
ვ) (ამოღებულია - 20.03.2014, №16644);
ზ) (ამოღებულია - 20.03.2014, №16644);
თ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვას;
თ1) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემას;
თ2) კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
ი) სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულებას.
2. დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სტანდარტებისა და პროცედურების, გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებით კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების მეთოდოლოგიისა ან/და ანალიტიკური დეპარტამენტებისათვის წარდგენას.
21. (ამოღებულია - 26.07.2021, №24479).
3.
დავების დეპარტამენტი წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის დავების განმხილველი ორგანოს აპარატს.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 17 აპრილის ბრძანება №6331 - ვებგვერდი, 27.04.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №10535 - ვებგვერდი, 09.07.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №67747- ვებგვერდი, 26.12.2013წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 20 მარტის ბრძანება №16644 - ვებგვერდი, 28.03.2014წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 1 თებერვლის ბრძანება №2172 - ვებგვერდი, 03.02.2016წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 7 ნოემბრის ბრძანება №30685 - ვებგვერდი, 10.11.2016წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №23618 - ვებგვერდი, 19.09.2017წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 9 მარტის ბრძანება №5091 - ვებგვერდი, 14.03.2018წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 3 ივლისის ბრძანება №16953 - ვებგვერდი, 10.07.2018წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 26 ივლისის ბრძანება №24479 - ვებგვერდი, 28.07.2021წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №31925
- ვებგვერდი, 23.12.2022