1. სასამართლო დავების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამსახურის წარმომადგენლობა სასამართლოსა და სხვა სახის დავებში;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
გ) (ამოღებულია - 03.07.2018, №16953);
დ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. საჩივრების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამსახურში შემოსული საჩივრის განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველყოფა;
ბ) საჩივრის განხილვის შედეგებზე შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
გ) (ამოღებულია - 07.11.2016, №30685);
დ) (ამოღებულია - 07.11.2016, №30685);
ე) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ვ)
(ამოღებულია - 03.07.2018, №16953);
ვ1) საჩივრის პირველადი შეფასების კრიტერიუმების შემუშავება;
ზ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
3. (ამოღებულია - 01.02.2016; №2172).
4. (ამოღებულია - 20.03.2014, №16644).
5. გადაწყვეტილებების მონიტორინგის განყოფილების ფუნქციებია:
ა) შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებების გადასახადის გადამხდელებისთვის ჩაბარების და გასაჩივრების თაობაზე მონაცემთა ბაზების მართვის სისტემაში „Oracle”-ში ასახვის ელექტრონული მონიტორინგი;
ბ) შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების, სასამართლოში გასაჩივრებისა და კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ მონაცემთა ბაზების მართვის სისტემაში „Oracle”-ში ასახვის ელექტრონული მონიტორინგი;
ბ1) საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების/საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ განცხადების განხილვა და განცხადებაში მითითებული გადაწყვეტილებით/საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხის დროებითი აღრიცხვის ბარათიდან გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე გადატანა;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-11 მუხლის გათვალისწინებით, საჩივრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჯაროების მომზადების უზრუნველყოფა;
გ
1) კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
დ) დეპარტამენტის ანალიტიკური და სტატისტიკური მონაცემების წარმოება;
ე) დეპარტამენტის მიერ დასრულებული საქმეების მიმდინარე არქივის სისტემატიზირება;
ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 17 აპრილის ბრძანება №6331 - ვებგვერდი, 27.04.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 20 მარტის ბრძანება №16644 - ვებგვერდი, 28.03.2014წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 1 თებერვლის ბრძანება №2172 - ვებგვერდი, 03.02.2016წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 7 ნოემბრის ბრძანება №30685 - ვებგვერდი, 10.11.2016წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 5 ივლისის ბრძანება №18186 - ვებგვერდი, 07.07.2017წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №23618 - ვებგვერდი, 19.09.2017წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 9 მარტის ბრძანება №5091 - ვებგვერდი, 14.03.2018წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 3 ივლისის ბრძანება №16953 - ვებგვერდი, 10.07.2018წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №30470 - ვებგვერდი, 10.09.2019წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 3 სექტემბერის ბრძანება №26155 - ვებგვერდი, 07.09.2020წ.
დანართი №8
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულე