ფუნქციები
1 . დეპარტამენტი , თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) (ამოღებულია - 20.03.2014, №16644);
ბ) (ამოღებულია - 25.04.2013, №17744);
გ) (ამოღებულია - 25.04.2013, №17744);
დ) (ამოღებულია - 20.03.2014, №16644);
ე) გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების (მათ შორის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გადასახადის გადამხდელის ინიციატივით) ორგანიზებას და ჩატარებას;
ე1) (ამოღებულია - 20.12.2019, №45055);
ე2) (ამოღებულია - 20.12.2019, №45055);
ე3) ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების მიზნით წარმოდგენილ განაცხადზე/„გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“ (გარდა ელექტრონულად წარმოდგენილი მოთხოვნისა, რომელიც აკმაყოფილებს შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს) კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამის რეაგირებას. თანხის გადასახადის გადამხდელისათვის დაბრუნების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და მის წარდგენას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის;
ე4) (ამოღებულია - 06.04.2022, №8592);
ვ) (ამოღებულია - 20.12.2019, №45055);
ზ) აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით დარიცხული/შემცირებული გადასახადის, საურავის და ფულადი ჯარიმის თანხების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას (დარიცხვა, შემცირება);
თ) აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით დარიცხული/შემცირებული გადასახადის, საურავის და ფულადი ჯარიმის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება და ადრესატისათვის გადაცემას;
ი) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში , თანხების დარიცხვას/შემცირებას;
კ) (ამოღებულია - 25.04.2013, №17744);
ლ)
საგადასახადო შემოწმებების მომზადების, ჩატარების და მათი შედეგების შეფასების სტანდარტების თაობაზე წინადადებების შემუშავებას და მეთოდოლოგიის დეპარტამენტისთვის წარდგენას;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული საგადასახადო ინფორმაციის დამუშავებას, ანალიზსა და შესაბამის ადრესატამდე დაყვანას;
ნ ) საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებას;
ო)
სტანდარტებისა და პროცედურების, გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებით კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების მეთოდოლოგიისა ან/და ანალიტიკური დეპარტამენტებისათვის წარდგენას;
პ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვას;
პ1) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემას;
პ2) კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
პ3) გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იმ დეკლარაციების მონაცემების დამუშავებას, რომლებთან დაკავშირებითაც, ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობით შესრულების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი დეკლარაციების ანალიზის შედეგად, განისაზღვრა რისკის ფაქტორების არსებობა;
პ4) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1291 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ოპერაციების შეფასების ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით სამსახურში შემოსული დოკუმენტების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ორგანიზებას;
პ5) პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციის განხორციელების გამოვლენისას, სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის გაგზავნას;
ჟ) სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულებას.
2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და სტრუქტურული ქვედანაყოფები, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში ან შემოსავლების სამსახურში მიმდინარე საგადასახადო დავებთან დაკავშირებით ინფორმაციის მომზადებას და შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსათვის ან შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდებას.
3. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და სტრუქტურული ქვედანაყოფები, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მიმდინარე საგადასახადო დავებში მონაწილეობას ან/და საგადასახადო დავებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას.
4. (ამოღებულია - 26.07.2021, №24479).
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №9054-ვებგვერდი, 13.10.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №5545 - ვებგვერდი, 11.04.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 31 მაისის ბრძანება №9017 - ვებგვერდი, 27.06.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 22 ივნისის ბრძანება №10378 - ვებგვერდი, 04.07.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №10535 - ვებგვერდი, 09.07.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 25 აპრილის ბრძანება №17744 - ვებგვერდი, 10.05.2013წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 20 მაისის ბრძანება №21623 - ვებგვერდი, 24.05.2013წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №67747- ვებგვერდი, 26.12.2013წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 20 მარტის ბრძანება №16644 - ვებგვერდი, 28.03.2014წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №23618 - ვებგვერდი, 19.09.2017წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 9 მარტის ბრძანება №5091 - ვებგვერდი, 14.03.2018წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 3 ივლისის ბრძანება №16953 - ვებგვერდი, 10.07.2018წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №45055 - ვებგვერდი, 24.12.2019წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 14 თებერვლის ბრძანება №3585 - ვებგვერდი, 18.02.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 9 ივლისის ბრძანება №22318 - ვებგვერდი, 14.07.2021წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 26 ივლისის ბრძანება №24479 - ვებგვერდი, 28.07.2021წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 6 აპრილის ბრძანება №8592 - ვებგვერდი, 16.05.2022წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №31925
- ვებგვერდი, 23.12.2022წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №26863 - ვებგვერდი, 25.12.2024