1. გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
2. გადასახადის დარიცხვის საფუძველია:
ა) საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;
ა1
) (ამოღებულია - 01.05.2015, №3581);
ბ) ინფორმაცია ამ კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად გადახდილი თანხების შესახებ;
გ) საგადასახადო შემოწმების აქტი;
დ) საგადასახადო ორგანოსათვის სხვა მაკონტროლებელი ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიწოდებული ინფორმაცია პირის საგადასახადო ვალდებულების შესახებ;
ე) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაცია (მონაცემები), მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისთვის;
ვ) ინფორმაცია ამ კოდექსის 1611 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრის შესახებ;
ზ) საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისას გამოვლენილი ინფორმაცია.
3. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 12
ივნისის
კანონი №64
46
– ვებგვერდი,25
.0
6
.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 1
მაისის
კანონი
№3581
- ვებგვერდი, 15.05.2015წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2768 – ვებგვერდი, 18.04.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.04.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 05.04.2023 კანონი №2768
- 14.07.2020 კანონი №6817
- 01.05.2015 კანონი №3581
- 15.05.2012 კანონი №6211
- 20.12.2011 კანონი №5556
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 61. გადასახადის დარიცხვა 1. გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 2. გადასახადის დარიცხვის საფუძველია: ა) საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია; ა1 ) (ამოღებულია - 01.05.2015, №3581); ბ) ინფორმაცია ამ კოდექსის 154-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გადახდილი თანხების შესახებ; გ) საგადასახადო შემოწმების აქტი; დ) საგადასახადო ორგანოსათვის სხვა მაკონტროლებელი ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიწოდებული ინფორმაცია პირის საგადასახადო ვალდებულების შესახებ; ე) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაცია (მონაცემები), მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისთვის; ვ) ინფორმაცია ამ კოდექსის 1611 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრის შესახებ; ზ) საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისას გამოვლენილი ინფორმაცია. 3. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №64 46 – ვებგვერდი, 25 .0 6 .2012წ.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(137)
- საქმე №ბს-876(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2025
…შორის: ძირითადი გადასახადი - 23 124 220 ლარი, ჯარიმა - 11 521 923 ლარი (ტ.1, ს.ფ 219-220); სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 იანვრის №... საგადასახადო მოთხოვნით გადასახადის გადამხდელს - შპს „თ...ს“ ( საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე 2024 წლის 30 იანვრის №1529 ბრძანება) გადასახდელად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი - 23 124 220 ლარი, ჯარიმა - 11 521 923…
- საქმე №ბს-852(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.06.2025
…ღირებულების უსასყიდლო მიწოდებად განხილვის, ასევე შპს „მ...სგან“ შეძენილი საქონლის ფიზიკურ პირზე უსასყიდლო მიწოდებად ჩათვლისა და შესაბამისად, დღგ-ით და მოგების გადასახადით დაბეგვრის კანონიერება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო…
- საქმე №ბს-1291(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.05.2025
…მიერ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.09.2024წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ მიუთითა, რომ საგადასახადო კოდექსის 61-ე და 268-ე მუხლებიდან გამომდინარე საგადასახადო ორგანოს ეკისრება გადასახადის გადამხდელისათვის დარიცხვების შესახებ გადაწყვეტილებისა და საგადასახადო მოთხოვნის…
- საქმე №ბს-724(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2025
…აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე, 43-ე, 44-ე, 61-ე, 64-ე, 264-ე, 299-ე მუხლებზე, 301-ე მუხლის,,ე“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა და მხარეებიც სადავოდ არ ხდიან იმ…
- საქმე №ბს-520(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2025
…სულ 62148 ლარი, საიდანაც ძირითადი გადასახადია 36290 ლარი, ჯარიმა - 25858 ლარი. 2016 წლის 9 ნოემბერს, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული იქნა №007-319 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც ი/მ ბ.ჯ-ს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე და 2016 წლის 8 ნოემბრის №30917 ბრძანების საფუძველზე დაერიცხა ძირითადი გადასახადი 36290 ლარი, საიდანაც დღგ არის 27238 ლარი,…
- საქმე №2კ-1003აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.12.2024
- საქმე №ბს-49(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2024
- საქმე №ბს-565(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2024
- საქმე №ბს-251(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2023
- საქმე №ას-1180-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2023
- საქმე №ბს-854(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.11.2023
- საქმე №ას-900-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.11.2023
- საქმე №ბს-562(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2023
- საქმე №ბს-76(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2023
- საქმე №ბს-113(2კ-კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.10.2023
- საქმე №ბს-516(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
- საქმე №ბს-330(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2023
- საქმე №ბს-152(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2023
- საქმე №ბს-1246(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.02.2023
- საქმე №ბს-230(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2023
- საქმე №ბს-1047(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2023
- საქმე №ბს-1138(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.12.2022
- საქმე №ბს-351(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.07.2022
- საქმე №ბს-4(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2022
- საქმე №ბს-959(3კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2022
- საქმე №ბს-1204(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2022
- საქმე №ბს-327(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.05.2022
- საქმე №ბს-428(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.04.2022
- საქმე №ბს-1224(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.02.2022
- საქმე №ბს-1210(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2022
- საქმე №ბს-1308(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
- საქმე №ას-898-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2021
- საქმე №ბს-715(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.10.2021
- საქმე №ბს-932(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2021
- საქმე №ბს-1025(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2021
- საქმე №ბს-893(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2020
- საქმე №ბს-531(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2020
- საქმე №ბს-138(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.06.2020
- საქმე №ბს-251(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2020
- საქმე №ბს-910(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 137-დან.