გადაწყვეტილება №28029/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.11.2026
№ დოკუმენტი 28029/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№28029/2/2026

02 ნოემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,22.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „-------“-ის 27.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28029/2/2026).

 

დავის საგანი:

1. დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებების მართლზომიერება;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2026 წლის №021-53 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.08.2026 წლის №18117 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 153 764.55 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 90 595.65

დღგ - 39 702

მიწა - არასასოფლო - 135

მიწის გადასახადი (სასოფლო) – 44.73

საშემოსავლო გადასახადი - 46 339

ქონების გადასახადი - 4 374.02

ჯარიმა - 44 264

საურავი - 18 904.90

 

პროცედურული გარემოებები:

მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებებით, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ჭურჭლით. ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 2010 წლის 6 იანვარს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2013 წლის 5 ნოემბერს.

გადასახადის გადამხდელის მიმართ ჩატარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგები აისახა 2.06.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 12 ივნისის №12938 ბრძანება და №021-53 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.08.2026 წლის №18117 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებების მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

მომჩივანი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ელექტრონული პროგრამით და არ გააჩნია სრულყოფილი საბუღალტრო ჩანაწერები. წარდგენილი აქვს 2023, 2024 და 2025 წლების საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები, აქედან 2024 და 2025 წლების დეკლარაციები წარდგენილია ნულოვანი ფორმით, ხოლო 2023 წლის დეკლარაციით ერთობლივი შემოსავალი დაფიქსირებულია 192 329,86 ლარი, დასაბეგრი თანხა - 4 129,40 ლარი. მომჩივანს ასევე წარდგენილი აქვს დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციები, სადაც საქონლის რეალიზაციით დასაბეგრი 18 %-იანი ბრუნვა დაფიქსირებული აქვს 328 859.73 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაციის (საბანკო ამონაწერები, ინფორმაცია შესამოწმებელი წლების მიხედვით სმფ-ს საწყისი და საბოლოო ნაშთების შესახებ) და სხვადასხვა ახსნა-განმარტებაში ასახული მონაცემების შესწავლის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გაანგარიშდა წლიური საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ბრუნვები/გამოქვითვები 2023, 2024 და 2025 წლებისათვის და გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ მონაცემებთან. ასევე დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა (867 273.37 ლარი) რაც ნაკლებია დეკლარირებულ მონაცემებთან (328 859.73 ლარი).

გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით და დღგ-ით. მომჩივანს ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე, 61-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 79-ე, მე-100, 102-ე, 105-ე, 75-ე, 43-ე მუხლებზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებზე, რომლის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საშემოსავლო და დღგ-ის დეკლარაციებში გამორჩენილია ტერმინალით მიღებული შემოსავალი და ნაჩვენებია ნაკლები თანხა. ამას ადასტურებს აუდიტორისათვის წარდგენილი მონაცემების გაანგარიშება. ყოველ თვეზე ნაჩვენებია ზუსტად იმდენით ნაკლები თანხა, რამდენიც შემოდიოდა მომხმარებლების მიერ ბანკის ტერმინალით გადახდისას. ხოლო 2024 წლის და 2025 წლის წლიურ დეკლარაციებში ნაჩვენებია ნულოვანი მონაცემები. ადგილი არ ჰქონია განზრახ ქმედებას, რაიმეს გამორჩენის მიზნით. RS-ზე მხოლოდ ბუღალტერს ჰქონდა წვდომა. შეცდომები გამოწვეული იყო არცოდნით და წინდაუხედაობით. ძალიან ცუდად ფლობს კომპიუტერულ პროგრამებს, კომპიუტერიც არ აქვს. ამიტომ შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე ყველა ოპერაციას და მონაცემების წარდგენას ახორციელებდა ბუღალტრის დახმარებით, რომელიც არის ოჯახის მეგობარი და ცხოვრობს სხვა ქალაქში. ვინაიდან ბუღალტერთან კომუნიკაცია ხდებოდა ტელეფონის საშუალებით, დაუშვა შეცდომები, რომლის გამო ბუღალტერმა არ ასახა მთელი საანგარიშო პერიოდის მანძილზე ბანკის ტერმინალით მომხმარებლებისგან მიღებული შემოსავლები. არ ეთანხმება ფასნამატის დაანგარიშებას, რომელიც მითითებულია: 2023 წლისთვის - 27,04 %, 2024 წლისათვის - 32,53 %, ხოლო 2025 წლისათვის - 45,40 %. სავარაუდო ფასნამატი ძალიან შეუსაბამოა რეალურ ფასნამატთან, განსაკუთრებით 2024 და 2025 წლისათვის დათვლილ მონაცემებთან. ითხოვს ფასნამატის განმეორებით დაანგარიშებას მისი ან ბუღალტრის მონაწილეობით, რათა გამოირიცხოს შეცდომები.

ასევე, არსებობს არაერთი ჩეკი, რომელიც მოლარეების მექანიკური/ტექნიკური შეცდომის შედეგად არასწორი თანხით არის ამოწერილი და რეალურ გაყიდვას არ შეესაბამება. აღნიშნული თანხებით საქონლის რეალიზაცია არ მომხდარა. შესაბამისად, არშემდგარი ოპერაციების რეალიზაციად მიჩნევა იწვევს ბრუნვისა და შესაბამისად საგადასახადო ვალდებულების (მათ შორის ფასნამატის) არასწორად გაზრდას. იმის დასტურად რომ მოლარეები პერიოდულად უშვებენ შეცდომებს სალარო აპარატის ჩეკების ამოწერისას, წარმოადგინა მოლარეების „-------“-სა და „-------“-ის ხელმოწერები, რომლებიც ადასტურებენ, რომ არარეალურად დიდი თანხებით ჩეკების ამოწერა დაკავშირებული იყო მათ შეცდომებთან სალარო აპარატზე ციფრების აკრეფით.

გადაიხდის ძირითად ვალდებულებას 60 000 ლარს, ხოლო დარჩენილ საგადასახადო დავალიანებას დაფარავს ეტაპობრივად, შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. ამავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ,ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის 31.08.2026 წლის №„-------“ წერილით, წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. შემოწმებისთვის მიწოდებული იქნა საბანკო ამონაწერები და სხვადასხვა ახსნა-განმარტებები. შესწავლილი იქნა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, მიწოდებული ინფორმაცია (საბანკო ამონაწერები, ინფორმაცია შესამოწმებელი წლების მიხედვით სმფ-ების საწყისი და საბოლოო ნაშთების შესახებ) და ახსნა - განმარტებები. გაანგარიშებული იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვები/გამოქვითვები 2023, 2024 და 2025 წლებისთვის. გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ გარემოებებთან, რაზეც მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა. გადამხდელს წარდგენილი აქვს დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციები, სადაც დასაბეგრი ბრუნვა დაფიქსირებული აქვს 328 859.73 ლარის ოდენობით. შესწავლილი იქნა ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემები, მომჩივნის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (საბანკო ამონაწერები) და ახსნა-განმარტებები, შედეგად გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ მონაცემებთან, რაზეც მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა სანქცია.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ საშემოსავლო და დღგ-ის დეკლარაციებში გამორჩენილია ტერმინალით მიღებული შემოსავალი და ნაჩვენებია ნაკლები თანხა. ამას ადასტურებს აუდიტორისათვის წარდგენილი მონაცემების გაანგარიშება. ყოველ თვეზე ნაჩვენებია ზუსტად იმდენით ნაკლები თანხა, რამდენიც შემოდიოდა მომხმარებლების მიერ ბანკის ტერმინალით გადახდისას. ხოლო 2024 წლის და 2025 წლის წლიურ დეკლარაციებში ნაჩვენებია ნულოვანი მონაცემები. ადგილი არ ჰქონია განზრახ ქმედებას, რაიმეს გამორჩენის მიზნით. RS-ზე მხოლოდ ბუღალტერს ჰქონდა წვდომა. შეცდომები გამოწვეული იყო არცოდნით და წინდაუხედაობით. ვინაიდან ბუღალტერთან კომუნიკაცია ხდებოდა ტელეფონის საშუალებით, დაუშვა შეცდომები, რომლის გამო ბუღალტერმა არ ასახა მთელი საანგარიშო პერიოდის მანძილზე ბანკის ტერმინალით მომხმარებლებისგან მიღებული შემოსავლები.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მოპასუხე მხარემ განაცხადა, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შემოწმების ფარგლებში არ არის გათვალისწინებული, თუმცა შესამოწმებელ პერიოდს უკავშირდება და აღნიშნული დამატებით ჩათვლას დაექვემდებარება წარმოდგენილი დოკუმენტაციით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის/ჩათვლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს/შეაფასოს შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში არსებული და მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 საფუძველზე

ფაქტების აღწერა

მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2026 წლის №021-53 საგადასახადო მოთხოვნით დაერიცხა ჯარიმა - 44 264 ლარი და საურავი - 18 904.90 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 275-ე, 272-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 11 აგვისტოს №18117 ბრძანება;

3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღგ-ის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს/შეაფასოს შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში არსებული და მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგის ასახვა მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი ითხოვს ფასნამატის განმეორებით დაანგარიშებას მისი ან ბუღალტრის მონაწილეობით, რათა გამოირიცხოს შეცდომები.

2.მომჩივანი ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას სსკ-ის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.მომჩივანს წარდგენილი აქვს 2023, 2024 და 2025 წლების საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები, აქედან 2024 და 2025 წლების დეკლარაციები წარდგენილია ნულოვანი ფორმით.მომჩივანს ასევე წარდგენილი აქვს დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციები, სადაც საქონლის რეალიზაციით დასაბეგრი 18 %-იანი ბრუნვა დაფიქსირებული აქვს 328 859.73 ლარის ოდენობით.გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაციის და სხვადასხვა ახსნა-განმარტებაში ასახული მონაცემების შესწავლის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გაანგარიშდა წლიური საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ბრუნვები/გამოქვითვები 2023, 2024 და 2025 წლებისათვის და გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ მონაცემებთან. ასევე დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა რაც ნაკლებია დეკლარირებულ მონაცემებთან.გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით და დღგ-ით. მომჩივანს ასევე შეეფარდა ჯარიმა.

2.მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნით დაერიცხა ჯარიმა და საურავი.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის/ჩათვლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს/შეაფასოს შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში არსებული და მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება.

2.საბჭოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს 100,105,158,159,163,164,275.