თავი VIII — საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება
1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.
3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.
4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.
5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019
მთავარი მონაცემები
ვადა20 დღის ვადაში
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.06.2019-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 65. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა 1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით განსაზღთვრალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. 2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა. 3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან. 4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი. 5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს მისთვის ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში ამ კოდექსით დადგენილი წესით.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(12)
საქმე №ბს-1107(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.02.2023
…სამსახურმა სათანადოდ არ შეისწავლა მის მიერ წარდგენილი დეკლარაცია და არასწორად ჩათვალა, რომ მისი შევსების დროს გადამხდელი მოქმედებდა 12 000 ლარის უკან დაბრუნების განზრახვით. ამ დასკვნის უსწორობას ადასტურებს ისიც, რომ ნ. ქ-ეს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნა ამ თანხის უკან დაბრუნებაზე არ წარუდგენია. პირიქით, იგი ყოველთვის იყო კეთილსინდისიერი…
საქმე №ბს-932(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2021
…სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს გააჩნდა დეკლარაციაში ცვლილების შეტანის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი, ხოლო მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში - საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე და 65-ე მუხლების საფუძველზე, ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობა, მისთვის ქონებრივი დანაკლისის სახით ზიანის მიყენების ფაქტი დადასტურებულად ვერ…
საქმე №ბს-579(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.07.2019
…გადასახადის გადამხდელები, ამ შემთხვევაში მოსარჩელეები. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, თუ გადასახადის გადამხდელი დაადასტურებს, რომ არ არსებობდა საშემოსავლო გადასახადით მისი დაბეგვრის კანონისმიერი საფუძველი, საგადასახადო კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე ჩნდება საგადასახადო ორგანოს კანონისმიერი ვალდებულება, შეასრულოს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა და უზრუნველყოს გადახდილი…
საქმე №ბს-1072(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.12.2018
…ორგანოს აღნიშნული ვალდებულება რომ დაუდგეს, აუცილებელია სახეზე იყოს ორი პირობა: 1) გადასახადის გადამხდელის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა და 2) გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების თაობაზე. საგადასახადო კოდექსის 65-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, ზედმეტობა არის თანხა, რომელიც გადასახადების ან/და სანქციების ზედმეტად გადახდის შემთხვევაში წარმოიშობა.…
…თანხას ჩაუთვლის მომავალი საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში; ბ) გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე ამ მოთხოვნის წარდგენიდან არა უგვიანეს 3 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას. ამავე კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების…
…ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას. ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად: 1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების…

…დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი: შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 63-ე, 65-ე მუხლებზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა - ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების…